ქართველის ადამიანისთვის ეს საჭმელები ალბატ ყველაზე სასიამოვნოა ეს საჭმელები ბევრ უცზოელს ძალიან მოწონს და ისინი გაკვირებულები არიანი მისი სიგემრიელებით
ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკის” ვარჯიში გამოტოვა – კლუბის საიტის ცნობით. მიზეზი ისევ კოჭია. 18 წლის ქართველს კოჭის სახსარი აქვს დაზიანებული და ამიტომაც ვერ იღებს მონაწილეობას წვრთნაში.
დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მე-20 ეროვნული ჩემპიონატის ფლეი ოფის მეოთხედფინალური მატჩების სერია. ცნობილი გახდა სამი ნახევარფინალისტის ვინაობა. ესენი არიან: "არმია”, თსუ და "ქუთაისი-2010”, რომლებმაც ორ შეხვედრაში შეძლეს, შესაბამისად, "ენერჯი ინვესტის”, სტუ-სა და თსსუ-ს დამარცხება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
სულ რამდენი ხნის წინ facebook 15$ მილიონად იქნა შეფასებული facebook_ის კომპანიის ხელში ჩასაგდებად უამრავი კომპანია ცდილობს მაგრამ მის მეთხედსაც ვერ იგდებს ხელში
საქართველოს პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა უწყებაში მიმდინარე რეფორმების პრეზენტაცია გამართეს. დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე, სამინიტროს ადმინისტრაციის უფროსი ანდრო გიგაური და ანალიტიკური დეპარტემენტის უფროსი ოთარ კახიძე ესაუბრნენ.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბოსტონის ახალი ინგლისური კონსერვატორიის სტუდენტ ცოტნე ცოცხალაშვილის კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა პიანისტმა მოცარტის და შოპენის ნაწარმოებები შეასრულა.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. ცნობილია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 28 სტუდენტმა სანოტარო საქმიანობის პრაქტიკული სასწავლო კურსი სანოტარო ბიუროებში გაიარა.
Victoria’s Secret-ის მოდელი Erin Heatherton,ფირმა H&M-ის გაზაფხული/ზაფხულის ახალ სარეკლამო კატალოგში.ეს ბრენდი გამოირჩევა თავისუფალი,ყოველდღიური სტილით,რომელშიც დახვეწილი,გემოვნებიანი და მოდური ტენდენციები თავმოყრილია ერთად.მას დიდი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს თითმის ყველა ქვეყანაში და საქართველოშიც აქტუალურია.
ორშაბათს საღამოს გაიმართა "Met Costume Institute Gala", რომელიც მიეძღვნა ალექსანდრ მაქქუინს. ვარსკლავები ძირითადად გამოწყობილნი იყვნენ "შამპანიურის" ფერებში. სელებრითებმა არჩევანი ძირითადად მსუბუქ და ღია პალიტრაზე შეაჩერეს. სტუმრებს შორის იყვნენ ლალა ვასკესი (ვერა ვანგის კაბაში), მსახიობი ეშლი გრინი (დონა კარანი) და მოდელი ჯესიკა სტემი (ტომი ჰილფიგერის კაბაში). Maggie Q ასევე გამოეყობილი იყო ღია შამპანიურის ფერ კაბაში, სელმა ჰაიეკი კი პოზირებდა ალექსანდრ მაქქუინის კაბაში. ტეილორ სვიფტი კი საოცრად გამოიყურებოდა ჟილეს მენდელის კაბაში. ხოლო მომავალი დედიკო კეიტ ჰადსონი თავს იწონებდა სტელა მაკარტნის კაბით. რა თქმაუნდა იყო ბრჭყვიალებიც. კაროლინა ერერის კაბით თავს იწონებდა რენე ზელვეგერი, მის კაბას არ ქონია "ზურგი". კაბა მხრებთან მორთული იყო კრისტალებით. სარა ჯესიკა პარკერი კი გამოწყობილი იყო ალექსანდრ მაქქიუნის კაბაში, რომელიც თავიდან ბოლომდე ბისერებით იყო გაწყობილი. გვინეტ პელტროუმ კი სტელა მაკარტნის კაბით თავისი მეორე მხარე დაგვანახა. ნაომი იუტსის კაბაც ასევე ეკუთვნოდა სტელა მაკარტნს. კაბა გაწყობილი იყო თეთრი და ყვითელი კრისტალებით. და ასევე აღსანიშნავია რომ სელებრითების უმრავლესობა ატარებდა გრძელმკლავიან კაბას. ვითომ ახალი ტენდენციაა???