მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

პარასკევი, 29.03.2024, 12:15
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » ივნისი » 25 » ჭაბუკებმა ოქრო-ვერცხლით დაიწყეს


    22:08
    ჭაბუკებმა ოქრო-ვერცხლით დაიწყეს

    მალტის ქალაქ კოტონერაში დღეს დაწყებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ვაჟთა შორის, მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა და 2 წონის ფინალში საქართველოს ნაკრების წევრმა იჭიდავა. 55 კილოგრამში, ვანო მამისაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, თამაზ კირაკოზაშვილს (60 კგ) კი, უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა.
    მამისაშვილი საჩემპიონო აღმართს რუსი შაპი სურაკატოვის იპონით ძლევით შეუყვა, მან წმინდადვე აჯობა ბრიტანელ სამუელ ჰალს, ხოლო აზერბაიჯანელ ელბრუს ზამანოვსა და უკრაინელ ოლექსანდრ იემჩენკოს თითოიუკოიანი უპირატესობით გასცდა. გადამწყვეტი გამარჯვება ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელ ისკანდერ ტალიშინსკისთან მოიპოვა.
    სწორედ ტალიშინსკიმ გამოთიშა მერვედფინალიდან ტურნირს 55 კილოგრამში მოჭიდავე მეორე ქართველი, ბაჩანა ბოლქვაძე. ამ შეხვედრამდე, ბოლქვაძეს ერთი მოგება ჰქონდა - რუმინელ ბოგდან პოპთან.
    კირაკოზაშვილმა ფინალის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიცილა. ამასთან, ხუთივეს: უნგრელ ერიკ კორმანიოსს, ბრიტანელ აიდენ მუფატს, რუმინელ რიჩარდ ბარდოჩს, ფრანგ ვილჰელმ შერელსა და აზერბაიჯანელ რაშად რუფულაევს იპონ-იპონ გაუსწორდა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი, რუს ელდარ გაზიმაგომედოვთან დაძაბულ შეხვედრაში ერთადერთი იუკოთი დამარცხდა.
    ამავე წონაში, ჯუმბერ ჩიხიაშვილმაც იჭიდავა, მაგრამ მხოლოდ ერთი მეტოქის – მოლდოველი გეორგე გაბუნის ძლევა შეძლო, სლოვენიელ ადრიან გომბოკთან კი, ვეღარას გახდა.
    უმსუბუქეს წონაში – 50 კილოგრამში, ევროტატამზე ერთადერთი ქართველი – ზვიად ხუბულური გავიდა და ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა, ჰოლანდიელ გლენ კოპერთან წაგებით. ამ წონის შიდა კონკურენციით, ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი უკმაყოფილო რომ იყო, არაერთგზის უთქვამს. ორკაციანი ქვოტის გამოყენებისგანაც ამიტომ შეიკავა თავი.
    ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. ქართული დროშის ქვეშ, აპოლონ ზურაბიანი, გიორგი მუზაშვილი (66 კგ), ბექა დონღვანი და ლევან გუგავა (73 კგ) იჭიდავებენ.
    მალტაში ჩასულ ქართულ დელეგაციაში 4 ძიუდოისტი გოგონაცაა და ტატამზე ოთხივე ხვალ გავა. გურანდა შოთაძე და მარიამ ციხელაშვილი 52 კილოგრამში იჭიდავებენ, მარიამ ჯანაშვილი – 57-ში, ხოლო ანი მინდიაშვილი – 63-ში.

    ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი. ჭაბუკები. კოტონერა (მალტა). 24 ივნისი

    ვაჟები
    50 კგ.
    1 ელიოს მანცი (იტალია)
    2 ვალიდე ხიარი (საფრანგეთი)
    3 ლუკა კავალო (იტალია)
    3 ლუის მასი (საფრანგეთი)

    55 კგ.
    1 ვანო მამისაშვილი (საქართველო)
    2 ისკანდარ ტალიშინსკი (აზერბაიჯანი)
    3 ოლექსანდრ იემჩენკო (უკრაინა)
    3 ელბრუს ზამანოვი (აზერბაიჯანი)

    60 კგ
    1 ელდარ გაზიმაგომედოვი (რუსეთი)
    2 თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო)
    3 ვლადისლავ აზოვცევი (რუსეთი)
    3 რაშად რუფულაიევი (აზერბაიჯანი)


    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 805 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011