თბილისის "დინამოს” მიმართ გაათმაგებული ყურადღებაა და ყველას აინტერესებს, ვინ იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი. კახა კაჭარავა კლუბში დარჩა, თუმცა სასელექციო ჯგუფის ხელმძღვანელად. წინასწარ ვთქვათ, რომ კლუბის გენერალური დირექტორის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, 1 ივნისს "დინამოს” სამივე მწვრთნელი (მთავარი, ფიზმომზადების, "დინამოს” აკადემიის) თბილისში იქნება – მანამდე კი, სახელ-გვარები არ გახმაურდა. "ბარსელონა” – მართალია, პოლოლიკაშვილს კლუბი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ შევიტყვეთ და დანამდვილებით ვიცით, რომ სამივე მწვრთნელი "ბარსელონადან” იქნება.