გუნდი ჩაფრინდა ლონდონში და სასტუმრო "The Grove"–ში დაბინავდა. დღეს ისინი გააგრძელებენ ვარჯიშს "არსენალის" სპორტულ კომპლექსში და მოემზადებიან შაბათის ფინალისთვის.
კლუბმა საბოლოო ვარჯიში გაფრენამდე გუშინ, სამშაბათს, შუადღეზე გამართა "კამპ ნოუზე". სესიამდე მილიტოს მედიკოსთა გუნდმა თამაშის ნება დართო, სესიის შემდეგ კი ფეხბურთელებმა ისადილეს და ლონდონში გაფრინდნენ.
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ეიდურ გუდიონსენმა, იტერვიუ მისცა "The Independent"–ის ჟურნალისტს, სემ ვოლასს. ფეხბურთელს კარგი მოგონებები აქვს 2009 წელს გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან, სადაც "ლურჯ–ბროწეულისფერებმა" დაამარცხეს "მანჩესტერ იუნაიტედი" ანგარიშით 2:0.
2 წელი გავიდა "რომის ფინალიდან". გავიდა 2 წელი და იმ 2 ფინალისტ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. ცვლილებები შემადგენლობებსაც დაეტყო. მაშინდელი ფინალის ძირითადი შემადგენლობიდან ინგლისის ჩემპიონსა და "ჩემპიონთა ლიგის" წლევანდელ ფინალისტს მხოლოდ და მხოლოდ კრიშტიანო რონალდო აკლია, ხოლო "ბარსას" დახმარებას იაია ტურე, სილვინიო, ტიერი ანრი და სამუელ ეტო'ო ვერ შეძლებენ. ვერ შეძლებენ დახმარებას ერთი "პატარა" მიზეზის გამო – ისინი მოღვაწეობას სხვა კლუბებში აგრძელებენ ... ბევრი საქებარი სიტყვა შეგვიძლია გავიმეტოთ სილვინიოსთვის, ტიერი ანრისათვის, თუ იაია ტურესთვის, მაგრამ ახლა საუბარი სამუელ ეტო'ოზეა. საუბარი სამუელ ეტო'ო–ზეა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ "უეფას" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ სწორედ მან მისცა...