Nike - მა წარმოადგინა ახალი სარეკლამო კამპანია სერიიდან - "Just Do It". ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "The Chosen", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს Nike - ის ვარსკვლავებმა: სკეიტბორდისტმა პოლ როდრიგეზმა (Paul Rodriguez), სნოუბორდისტმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა დენი კასმა (Danny Kass), სერფინგისტმა მაიკლ ბურემ (Michel Bourez), ჯულიან უილსონმა (Julian Wilson) და ლორა ენევერმა (Laura Enever). სერფინგს იღებდნენ ბალიში რეჟისორ დონ კინგის (Don King) ხელმძღვანელობით.
სიურეალიზმის ბალიში (Surrealistic Pillow) - ებრაელი ფოტოგრაფის, რონენ გოლდმანის (Ronen Goldman) სანახაობრივი ფოტოსესია . რონენი ცხოვრობს და მუშაობს თელ-ავივში.
ფოტოსტუდიამ Staudinger + Franke მოიფიქრა და განახორციელა სარეკლამო კამპანია ბავშვებისთვის, რომლებიც დაავადებულები არიან ეპიდერმოლიზით - ეს არის იშვიათი კანის დაავადება, რომლის შედეგად კანზე წარმოიქმნება ბუშტუკები მცირე დაზიანების ან ხახუნის შედეგადაც. ამ სარეკლამო ფოტოებით ავტორები შეეცადნენ ენახებინათ, თუ რა ძნელია ცხოვრება ამ დაავადების მქონე ბავშვებისთვის.
ჟურნალმა O'logy გამოაქვეყნა ფოტოგრაფ Miing Huang - ის საინტერესო ფოტოსესია, რომელიც მიეძღვნა მხატვრობის სხვადასხა მიმართულებას. ფოტოსესიაში მონაწილეობდნენ მოდელები: Gia Tang, Lawrence Liu, Mandy Wei, Leona Chang, Russel, Pace Chen.