მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

შაბათი, 21.06.2025, 20:42
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 15 » მართლმადიდებელი ეკლესია თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს


    00:53
    მართლმადიდებელი ეკლესია თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს
    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კეთილმსახური მეფის თამარის ხსენებას აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა აღესრულებ, მათ შორის დიდუბის წმინდა ღვთისშობლის სახელობის ტაძარში სადაც თამარ მეფემ ჯვარი დაიწერა.

    თამარ მეფის ხსენების დღეს – თამარობას საქართველოში, როგორც ეროვნულ დღესასწაულს 1917 წლიდან, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ აღნიშნავენ.

    თამარ მეფე დავით აღმაშენებლის შვილიშვილის გიორგი მესამისა (1156-1184წწ.) და დედოფალ ბურდუხაის ქალიშვილი იყო. თამარ ბაგრატიონი დაიბადა 1166 წელს. გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ქალის გამეფება იმ დროს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათი მოვლენა იყო. გიორგიმ გადაწყვიტა თავის სიცოცხლეშივე გაემეფებინა თამარი, რათა შემდგომში მას სირთულეები არ შექმნოდა. 1179 წელს გიორგიმ თანამოსაყდრედ აკურთხა იგი და მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს.

    1184 წელს გიორგი III გარდაიცვალა და 18 წლის თამარი ერთპიროვნული მმართველი, საქართველოს პირველი ქალი მეფე გახდა.
    თამარი გონიერი მეფე გამოდგა. მან ღირსეულად განაგრძო დავით აღმაშენებლისა და გიორგი მესამის დაწყებული საქმე. სახელმწიფო მმართველობის სისტემა, რომლის რეფორმაც დაიწყო დავით IV აღმაშენებელმა, საბოლოო სახით ჩამოყალიბდა თამარის მეფობის დროს.

    XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო იყო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დაწინაურებული და უზარმაზარი სახელმწიფო. ერთიანი საქართველოს სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე. ქართველები ამ პერიოდს "ოქროს ხანას" უწოდებენ.

    გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველმა ლიტანიობამ, მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ და სამეფო ღვაწლმა მეფეს ჯანმრთელობა შეურყია. თამარ მეფე 1213 წელს გარდაიცვალა და გელათის საკათედრო ტაძარში იქნა დასაფლავებულ.

    არსებობს მოსაზრება, რომ შემდგომში შესაძლოა იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გადაასვენეს.

    შეგახსენებთ, რომ ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 1(14) მაისი დააწესა.

    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: News - ახალი ამბები | ნანახია: 685 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011