მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

შაბათი, 21.06.2025, 16:58
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 28 » როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე ზაფხულის ცხელ დღეებში


    23:28
    როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე ზაფხულის ცხელ დღეებში
    როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე ზაფხულის ცხელ დღეებში

    დილის შხაპით დაწყებას და Oil control საშუალებებით სახის დაბანას გვირჩევენ, თუმცა მთელი დღის მანძილზე ამ სიგრილის შენარჩუნებას ვერ შევძლებთ დეოდორანტების და ტანის სურნელოვანი სპრეის გარეშე

    აირჩიეთ სურნელოვანი დეოდორანტები, თუკი ჭარბ ოფლიანობა არ გაწუხებთ ერთი დეოდორანტის გამოყენება დილით მთელი დღის მანძილზე უნდა გეყოთ. ყოველ შემთხვევაში მინი-ზომის დეოდორანტები და სპრეი თან ატარეთ

    სიცხის შედეგად ფორები იხსნება და განსაკუთრებით სახის კანი დიდი რაოდენობით ცხიმს გამოყოფს. რაც შემდეგ წვრილ-წვრილი გამოანაყარის გავრცელების საუკეთესო მიზეზია. რათა გაცხიმიანებულ სახის კანზე არ დაგაყაროთ შეგიძლიათ ბამბის დისკოებით სახეზე დაიყაროთ ცოტაოდენი ბავშვის'ტალკი'. ბავშვის ტალკი სახეს არ მისცემს გამოშრობის საშუალებას, თუმცა არ გააცხიმიანებს დღის მანძილზე. ნუ შეშინდებით რომ ის სახეზე თეთრ კვალს დატოვებს,სწორედ ამიტომაც გადაანაწილეთ ბამბის დისკოთი და შეგიძლიათ შემდეგ მცირეოდენი პუდრა გადაისვათ

    გამოიყენეთ სახის გამწმენდი საშუალებები ცხიმიანი კანისთვის.
    თუმცა! თუკი სახის კანი გამომშრალი და მზისგან გადამწვარი გაქვთ წაისვით ასევე ბავშვებისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი კრემები
    და რადგან ყოველი მიზეზის გადასაჭრელად საბავშვო განყოფილებაში გაგგზავნეთ, ცხელ დღეებში გასაგრილებლად გამოგადგებათ სველი სალფეთქები, მხოლოდ პირის და თვალების ამოსაწმენდად. ეს სალფეთქები რბილი ტექსტურით გამოირჩევა, ხოლო სხვა სველი სალფეთქები უზომოდ გაჯერებულია სპირტით - სასიამოვნო სურნელი და გრილი ეფექტი - ალოეს თუ სხვა არომატებით, წამიერად გაგაგრილებთ თუმცა კანზე დაჭიმულობის შეგრძნებას დაგიტოვებთ და მცირედად წებოვანია. ასევე არჩევანზეა სახის სალფეთქები, თუმცა მრავალი მათგანი კოსმეტიკის მოსაშორებელია თუ სახის ღრმა წმენდა ახასიათებს
    ამიტომაც საბავშვო სველი სალფეთქები საუკეთესო გამოსავალია!

    სამარშუტო ტაქსში თუ მსგავს ვითარებაში სველი სალფეთქებით გაიგრილეთ იდაყვები! უფრო სწორად კი ხელის მოსახრელში, ვენებთან. ეს ყველაზე მგრძნობიარე წერტილია სწრაფად გასაგრილებლად. ასევე კისერი და მუშლებს უკანა მონაკვეთი, მოსახრელები. სცადეთ ერთხელ და ამაში თავად დარწმუნდებით

    გაოფლილ სახეს ხელის გულებით ნუ შეიმშრალებთ! სჯობს თან ატაროთ მშრალი რბილი სალფეთქები. რა თქმა უნდა ერთჯერადი ცხვირსახოცები ძალიან პრაქტიკულია, თუმცა ბამბის ტექსტურის რბილი სალფეთქები ცხიმს უკეთ იწოვს და არბილებს სახის კანს.
    რატომ არა ხელით შემშრალება? რადგან ეს მხოლოდ ოფლის ზედა ფენის მოწმენდაა, თანაც თქვენი ხელები რეალურად უფრო ცხელია ვიდრე სახე! ამგვარად ოფლი კიდევ უფრო მალე მოგაწვებათ

    ასევე არ გვირჩევენ ცივი სასმელის ბოთლებით გაგრილებას, რადგან ეს დროებითი ეფექტია და ამ კონტრასტის შეგრძნების შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობთ ცხელ ჰავას. სჯობს მშრალი სალფეთქებით შემშრალდეთ და ეცადოთ ოთახში არსებულ ტემპერატუას გაუთანაბრდეთ

    მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი! გახსოვდეთ, კოკა-კოლა და პეპსის გაზიანი სასმელები შეიცავენ ნივთიერებას, რომელიც მალევე მოგაწყურებთ! ამიტომაც გასაგრილებლად საუკეთესო გადაწყვეტილებაა ცივი, ქილის რძიანი ყავა თუ ჩაი
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Advice – რჩევები | ნანახია: 779 | დაამატა: gurgena | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011