"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, კომენტარი გაუკეთა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს, რომელიც გუშინ, 28 მაისს გაიმართა და "ბარსელონამ" 3:1 იმარჯვა. სერ ალექსი საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს ესაუბრა.
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა გუშინ ყველაზე მეტი ირბინა მოედანზე. მან თითქმის 12 კილომეტრი დაფარა 90 წუთის განმავლობაში 11950 მეტრი. "მანჩესტერის" შემადგენლობაში ამ მხრივ საუკეთესო რაიან გიგზი იყო 11160 მეტი, შემდეგ მოდიოდა პარკ ჯი – სუნი 11 056 მეტრი.
როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, გვარდიოლა საპრესკონფერენციო დარბაზში გაეშურა მატჩის შემდეგ, სადაც ჟურნალისტებს გაესაუბრა, ბუნებრივია ხოსეპი უზომოდ ბედნიერი გახლდათ.