ევროპარლამენტის თავმჯდომარე იერჟი ბუზეკმა საქართველოს სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის, მედიის პლურალიზმის და ოპოზიციასთან თანამშრომლობის მხრივ ახალი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. როგორც სტუმარმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედისას განაცხადა, დამატებითი იმპულსი ახალი რეფორმების გატარებას ისურვებდა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, ორი წლის შემდეგ საქართველოსთან ომის დაწყების მიზეზები გაახმაურა. ასე აფასებენ ანალიტიკოსები მედვედევის გუშინდელ განცხადებას
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, დღეს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჯონჯოლის შესაგროვებლად, საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს მდებარე ჩოლთას ხეობაში იმყოფებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უშუალო დავალებით, სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში და დედაქალაქში აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტი ინფორმაციას დედაქალაქისათვის წყლის მიწოდების თაობაზე რეგულარულად იღებს.