ცნობილი მსახიობი, უკრაინული წარმომავლობით, გახდა Guys Choice Awards 2011-ს სპეციალური ჯილდოს მფლობელი. კუნისს ერგო „სექსუალურობის წმინდა გრაალის" ტიტული, რომელიც ფილმის „Friends with Benefits” პარტნიორიმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა გადასცა.
ჯიმ კერი მოლაპარაკებებს ახორციელებს თავისი ზოგიერთი პერსონაჟის გაცოცხლებასთან დაკავშირებით. როგორც თვითონ განაცხადა Comingsoon-თან ინტერვიუში, პირველ რიგში ლაპარაკია პოპულარული კომედიის „ყოვლისშემძლე ბრუსის" გაგრძელებაზე. შეგახსენებთ, რომ ფილმი გამოვიდა 2003 წელს და ნამდვილი ჰიტი გახდა. 84 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე ფილმა, მსოფლიო გაქირავებიდან 485 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აღსანიშნავია ისიც, რომ „ყოვლისშემძლე ბრიუს" უკვე აქვს არაპირდაპირი გაგრძელება დასახელებით „ ყოვლისშემძლე ევანი", რომელიც 2007 წელს გამოვიდა. სამწუხაროდ ამ პროექტმა არ გაამართლა, რადგან 175 მილიონი დოლარის მქონე ფილმა, მხოლოდ 173 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო.
ჯონი დეპმა, რომელსაც ვანესასთან ორი შვილი ჰყავს, განაცხადა, რომ იგი არ გეგმავს ვანესაზე დაქორწინებას. მსახიობი ამბობს, რომ მათი ერთობლივი ცხოვრება ისედაც იდეალურია. „ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დაქორწინებულები და არც ვაპირებთ", განაცხადა მსახიობმა. 47 წლის ჯონი თვლის, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევა, ვანესასთან შეხვედრა და ბავშვების დაბადებაა, რომლებსაც ისინი ერთად ზრდიან.
კირა ნაითლის და რუპერტ ფრენდის 5 წლიანი ურთიერთობა დამთავრდა. პაპარაცებმა ის ახალ შეყვარებულთან ერთად დააფიქსირეს. კირა ნაითლის ახალი რჩეული 27 წლის როკერი ჯეიმს რაიტონია. ის ბრიტანული ინდი-როკ ჯგუფის Klaxons-ს წევრია. წყვილი კალიფორნიის ქუჩებში სეირნობდა და დიდად არ იმალებოდა.