მექსიკის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, ხავიერ "ჩიჩარიტო" ერნანდესმა, მადლობა გადაუხადა კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდს, ლიონელ ანდრეს მესის და ამავე გუნდის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას. შეგახსენებთ, რომ კატალონეიებმა ხოტბა შეასხეს მექსიკელ ახალწვეულს. თვითონ ხავიერი აცხადებს, რომ ეს მისთვის უდიდესი პატივია. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "ას".