●დიეტაზე ხარ და ხედავ როგორ ჭამს ვიღაც გემრიელად ნაყინს ქუჩაში. ●შენი შეყვარებული შენი თანდასწრებით სხვა გოგოს აქებს. ●როცა რაღაცაზე გაბრაზებული ხარ და რამე მაგარ საგანს მიარტყავ ფეხს და უფრო მწარდები. ●საყვარელ გადაცემას უყურებ და უცებ რეკლამა იწყება. ●გაკვეთილზე ზიხარ და ელოდები ზარს. 10 წუთი რჩება, ფიქრობ რომ დღეს გადარჩი და ამ დროს გიძახებენ. ●PARTY-ზე მიდიხარ, თმას ძალიან ლამაზად იყენებ და უცებ წვიმა იწყება და გეშლება ვარცხნილობა. ●გესიზმრება რაღაც ძალიან სასიამოვნო და უცებ მაღვიძარა რეკავს. ●საერთოდ არ გაქვს ფული და მათხოვარი ბავშვი ფეხზე გეკიდება ან უარესი- გაფურთხებს (სტანდარტული სიტუაცია რუსთაველზე : ) ●ერთი სული გაქვს შენი დაბადების დღე როდის მოვა, გაინტერესებს რას გაჩუქებენ და ბოლოს შენი მოლოდინი უაზრო საჩუქრების ნაკრებით მთავრდება. ●როცა საყვარელ ნუგბარს ჭამ და ხვდები რომ ძალიან ბევრი მოგივიდა.
ფილმის მოკლე აღწერა: სიუზანი აღმოჩნდება ფსიქიატრიულ კლინიკაში. ის ბალანსირებს საზღვარზე სიგიჟეს და ჩვეულებრივ ცხოვრებას შორის, გოგონა გადაწყვეტს დაბრუნდეს ნორმალური ადამიანების ცხოვრებაში და სასოწარკვეთილ ნაბიჯს გადადგავს, ის გაიქცევა... მაგრამ მხოლოდ თავისი ციხისგან შორს ის მიხვდება, რომ ნამდვილი გიჟები საავადმყოფოს კედლების მიღმა ცხოვრობენ...
„ღიმილი" შედგება 768 მონაწილესგან და წარმოდგენილი იყო ხორვატიის დედაქალაქის ზაგრების მოედანზე 2011 წლის 6 მაისს. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ ეს ღიმილი დაამტკიცა,როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი „გაღიმებული სახე".