Miichael Kors -ის ახალი კოლექცია ხალასი ფერებითა და თავისუფალი სტილით გამოირჩევა. ზაფხულის აქტუალური ფერი თეთრი დიზაინერმა საინტერესოდ გამოიყენა. კოლექციაში შეხვდებით საცურაო კოსტუმებსა და გრძელ სარაფნებს, რომლებიც ჰარმონიულობის შეგრძნებას ტოვებს. ფართოდაა გამოყენებული გაზაფხულის დამახასიათებელი გრილი ამინდებისათვის განკუთვნილი თხელი პალტოები. მაისურები ძირითადად გამჭვირვალეა. შეიგრძნობა გაზაფხული-ზაფხულისათვის დამახასიათებელი ჩაცმის სტილი.