ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა და "რეალმა” უკვე მე-3 ფეხბურთელი შეიძინა. შაჰინისა და ალტინტოპის შემდეგ, მადრიდელებმა ხოსე კალეხონი დაიმატეს.
სამ ივნისამდე ბევრიც არ დარჩა. ხორვატია-საქართველოს ევროშესარჩევი მატჩი მოახლოვდა და "ჯვაროსნებმა" მზადება დაიწყეს. როგორი იყო პირველი სავარჯიშო დღე ტექნიკურ ცენტრ "ბასას" მინდორზე? თემურ ქეცბაიას განკარგულებაში 19 ფეხბურთელი გახლდათ და მათ შორის, 8 ლეგიონერიც. ნაკრების შემადგენლობა ეტაპობრივად, დღიდან დღემდე შეივსება - ბევრ ლეგიონერს შაბათ-კვირას თამაში ჰქონდა და თბილისში ჯერ არ ჩამოსულან.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ მალხაზ ასათიანი ზაფხულში კიევის "დინამოს" ფეხბურთელი გახდება. როგორც "მსოფლიო სპორტმა" სანდო წყაროდან შეიტყო, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ახლა მხოლოდ დეტალებიღაა დარჩენილი - ანუ, კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა, არც არაფერი აკლია.
51 წლის იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი, ლონდონის "ჩელსის” მთავარი მწვრთნელი აღარაა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის მიერ უკვე დადასტურებულია.