2010-11 წლების სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. მისი საფინალო აკორდი კი 28 მაისს ლონდონის "უემბლიზე” შედგება, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთის პირისპირ "ბარსელონა” და "მანჩესტერ იუნაიტედი” წარსდგებიან. პეპ გვარდიოლასა და სერ ალექს ფერგიუსონის გუნდების დაპირისპირება მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ეპიცენტრშია, ამიტომაც არაა გასაკვირი, მადრიდის "რეალის” ბრაზილიელ ფორვარდ კაკასთან ინტერვიუს ასაღებად მისულმა ჟურნალისტმა სამხრეთ ამერიკელს უპირველესად საჩემპიონთალიგო ფინალზე რომ ჰკითხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ, შეკრებაზე მეოთხე მეკარეც გამოიძახა - "ვიტ ჯორჯიას" გოლკიპერი არდალიონ მიქაბერიძე. თავიდან ქეცბაია რუსთავის "ოლიმპის" მეკარე გრიგოლ ბედიაშვილის გამოძახებას აპირებდა, თუმცა, ის დაშავდა და მიქაბერიძე შეუერთდა "ჯვაროსნებს". ასე რომ, სანაკრებო სიაში 4 მეკარეა - ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე და მიქაბერიძე.
ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელსაც დღეს საღამოს, კარიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა და 648 ქულით 106-ე ადგილზე იმყოფება.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლევონ ჯულფალაკიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 8 მედალი მოიპოვა
თვეებია, ქართულ ძიუდოში ბოლო წლებში აგორებული სკანდალები და უსიამოვნო ხმაური მიწყნარდა. სიტუაციაც ასე თუ ისე დარეგულირდა. ავსტრიელი თავკაცის, პიტერ ზაიზენბახერის ხელმძღვანელობით, ნაკრები მსოფლიოს პირველობისთვის გეგმაზომიერ მზადებას შეუდგა, ახლახან ქართული გუნდი ევროპის ჩემპიონატზეც საკმაოდ ნორმალურად გამოვიდა და გულშემატკივარს მსოფლიოსთვისაც იმედი გაუჩნდა. სიტუაციას იდეალურობამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია და შიდა დაპირისპირებებიც ბოლომდე არ აღმოფხვრილა, მაგრამ სკანდალების ნაკლებობა აშკარად თვალშისაცემი კი გახდ