ბათუმში, დღეს შავი ზღვის ბიზნესცენტრის მშენებლობა ოფიციალურად გაიხსნა. ცნობილია, რომ მშენებლობის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.
ფუნდამენტში კაფსულა სიმბოლურად მომღერალმა დიანა ლაბაძემ ჩადო, რომელიც წარმოშობით ბათუმელია და მოსკოვში მოღვაწეობს. აღნიშნული ცენტრის მშენებლობას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ მალე ბათუმი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტალური ცენტრი გახდება.