დიუსელდორფში გამართულ პირველ ნახევარფინალურ კონკურსზე ევროვიზიის ქართველმა ჯგუფმა "Eldrine"–მა გამარჯვება მოიპოვა და ფინალურ ტურში გადავიდა. წლევანდელი "ევროვიზიის" სლოგანია "მოუსმინე შენ გულის ცემას". ამ თემატიკის სიმღერა შეასრულმა ყველა კონკურსანტმა და მათ შორის, ქართველებმაც, ჯგუფმა "Eldrine"–მა სიმღერა One More Day ("კიდევ ერთი დღე") შეასრულა.
ნატო-ს ავიაციამ 31 მარტიდან დღემდე ლიბიაზე ექვსი ათასი იერიში განახორციელა. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ოპერაციის მიზანი უცვლელია – ლიბიის საჰაერო სივრცის კონტროლი, რათა ვინმე კადაფის ძალებისთვის იარაღის მიწოდებას არ შეეცადოს.
ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავის აღსანიშნავად და ომის ვეტერანთა პატივსაცემად საკანონმდებლო ორგანოში დღეს საზეიმო მიღებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამართავს.
რუსეთის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს, 9 მაისთან დაკავშირებით, მისალოცი მიმართვა გამოუგზავნა. დიმიტრი მედვედევის მიმართვაში ნათქვამია, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოსა და რუსეთის ერთობლივი გამარჯვების დღეა.