"ნაბუქოს" გაზსადენის მშენებლობის დაწყება 2013 წლამდე გადაიდო. ამის შესახებ "ნაბუკოს" მმართველმა დირექტორმა რეინჰარდ მითჩეკმა განაცხადა. "ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მოპოვების ვადების გათვალისწინებთ, "ნაბუქოს" კონსორციუმმა პროექტის რეალიზაციის ვადები შეცვალა. გაზსადენის მშენებლობის დაწყება 2013 წელსაა მოსალოდნელი, ხოლო მისთვის გაზის მიწოდება - 2017 წელს", - განაცხადა მითჩეკმა.
საქართველოს მოქალაქეებს სატრანსპორტო, საპატრულო და სითი–პარკის ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში ქონების დაყადაღება ემუქრებათ. აღნიშნული ინფორმაცია "ბიზნეს კურიერმა" გაავრცელა. აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა საქმეები, რომლებიც 30 დღის განმავლობაში არ იხდიან დაკისრებულ თანხას, მათთან გადადის. მათივე თქმით, დღეისთვის ასეთი მოქალაქეების რიცხვი 28 ათასს აღწევს.
იაპონურმა საავტომობილო კომპანია "Nissan Motor" –მა, თავის კონკურენტებთან თურქულ "Karsan Otomotiv"–თან და ამერიკულ "Ford Motor"–თან ბრძოლაში გაიმარჯვა და საკუთარი ავტომობილების მიწოდებაზე ნიუ-იორკთან 10–წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ერთადერთი ქართულენოვანი ეკონომიკური, ყოველკვირეული გაზეთის "ბანკები და ფინანსების" ჟურნალისტები, ხელმძღვანელები და გამომცემლები საქართველოს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის სახელზე ახალ მიმართვას ავრცელებენ. "ჩვენ, გაზეთ "ბანკები და ფინასების" ჟურნალისტებმა, ხელმზღვანელებმა და გამომცემლებმა თქვენ და ბატონებს გიგა ბოკერიას და ვანო მერაბივილს მოგმართ მედიით საშუალებით აღგეკვთად ერთ-ერთი გავლენიანი ეკონომიკური უწყების მიერ ორგანიზებული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს გაზეთის განადგურენბას, ჩვენი რეკლამის მომცემების დაშინებას და მათთვის ამის აკრძალვას
საპარლამენტო კომიტეტები მთავრობის 2010 წლის ანგარიშის განიხილვას იწყებენ. კომიტეტებში განხილვის შემდეგ, საკითხი პარლამენტის პლენარულს ხდომაზე გავა, არაუგვიანეს 15 ივნისისა. საკანონმდებლო ორგანოსთვის წლიური ანგარიშის წარდგენა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ბიუჯეტის შესრულების შესახებ, მთავრობას პარლამენტის რეგლამენტით ევალება.