თბილისის სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში” მიმდინარე ევროპის მე-12 ქალ მოჭადრაკეთა ინდივიდუალური ჩემპიონატის მე-8 ტური დასასრულს უახლოვდება. გამორჩეულ ინტერესს იწვევდა სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ბელა ხოტენაშვილისა და ლიტველი ვიქტორია ჩმილიტეს შეხვედრა, რომლებსაც 6-6 ქულა ჰქონდათ. უაღრესად დაძაბული პარტია ყაიმით დასრულდა, რის შედეგადაც ამ მოჭადრაკეებმა ლიდერობა შეინარჩუნეს.
როდესაც გასულ გაზაფხულზე "მანჩესტერ იუნაიტედმა” მექსიკური "გვადალახარასგან” 7 მილიონ გირვანქად 22 წლის ფორვარდი ხავიერ ერნანდესი შეიძინა, ძნელი წარმოსადგენი იყო, "ჩიჩარიტოდ” წოდებული ნიჭიერი შემტევი "ოლდ ტრაფორდზე” გამოსვლის პირველსავე წელს სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის ერთ-ერთ წამყვანი ფიგურა რომ გახდებოდა.
ჰოლანდიის ერედივიზიონში ბოლო ტური გაიმართა და არნემის "ვიტესმა" კინაღამ გული გაუხეთქა გულშემატკივრებს. მერაბ ჟორდანიას კლუბი მე-15 ადგილზე იყო და მდევარ