ლევან გორგაძე, რომელსაც სუმოს სამყაროში ტოჩინოშინის შიკონათი იცნობენ, მაისის ბაშოზე ჩინებულ ასპარეზობას აგრძელებს. ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ტურნირზე, 23 წლის ქართველმა სეკიტორმა მე-7 გამარჯვება იზეიმა და ლიდერთა შორის რჩება.
მიმდინარე სეზონში ჯერ მხოლოდ ოთხი ეტაპია გამართული, თუმცა ესეც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ „ფერარის" კრიტიკის ქარცეცხლი დასტყდომოდა თავს. თავად გუნდიც აღიარებს, რომ ბოლიდ „150 იტალიას" შემუშავებისას, კონსერვატიული მიდგომა გამოიყენეს, რამაც უღიმღამო შედეგები განაპირობა. ჰოდა, კვარცხლბეკზე პირველად წითელკომბინიზონიანი პილოტი ახლახანს, თურქული რბოლის შემდეგ ავიდა.
თბილისში გასამართი 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის "ალაფის” დაწყებამდე ათ დღეზე ნაკლები რჩება. გუნდებმა უკვე ჩამოწერეს ის 26-კაციანი შემადგენლობები, რომლებიც პირველობისათვის და ამასთან, საგაისოდ, მსოფლიოს თორმეტ საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად იბრძოლებენ.
დასრულდა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მე-20 ეროვნული ჩემპიონატის ფლეი ოფის ნახევარფინალური მატჩების სერია და გამოვლინდა ის ორი გუნდი, რომლებიც ფინალში იასპარეზებენ და ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ. ესენი არიან "არმია” და თსუ, რომლებმაც ნახევარფინალში, შესაბამისად, "სოხუმი” და "ქუთაისი-2010” ერთნაირი ანგარიშით, 3:1 დაამარცხეს.
გერმანიის II ბუნდესლიგის ბოლო ტური საქართველოს ეროვნული ნაკრების წამყვანი ფეხბურთელებისთვის იღბლიანი გამოდგა - ლევან კობიაშვილმა "ჰერტაში" გოლი გაიტანა, ალექსანდრე იაშვილმა კი "კარლსრუეში" საგოლე პასი გაახერხა. "კობის" "ჰერტას" ისედაც განაღდებული ჰქონდა პირველი ადგილი, მაგრამ არ მოეშვა და ბოლო ტურში მოგებით ასიამოვნა საკუთარი გულშემატკივრები. ბერლინელებმა შინ 2:1 სძლიეს მე-2 ადგილზე გასულ და ასევე ბუნდესლიგაში გადასულ "აუგსბურგს". კობიაშვილმა სრულად ითამაშა და 74-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა პენალტით.