გთავაზობთ 2010–2011 წლის მაღალანაზღაუდებად ფეხბურთელებს. სიაში მოცემულია 20 ყველაზე დიდი ხელფასის მქონე ფეხბურთელი. აქ შესულია მხოლოდ საკლუბო ჰონორარი და არა რეკლამები და კერძო ბიზნესები.
ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების და თბილისის "დინამოს” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ივო შუშაკმა, რომელიც საქართველოში დიუსელდორფის ტრიუმფის 30 წლისთავთან დაკავშირებულ საიუბილეო საღამოზე საპატიო სტუმრადაა მიწვეული, "მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ევროშესარჩევში ხორვატების დამარცხებამ (1:0), მის სამშობლოში მცირე შოკი გამოიწვია.
1999 წლის 19 მაისს ბირმინგემის "ვილა პარკზე” თასების მფლობელთა თასის ბოლო გათამაშების ფინალური შეხვედრა ჩატარდა. რომის "ლაციოსა” და "მალიორკას” მატჩის წინ უეფას მაშინდელმა პრეზიდენტმა ლენარტ იუჰანსონმა და გენერალურმა მდივანმა გერჰარდ აიგნერმა ამ საპატიო თასის მფლობელი ყველა გუნდის შემადგენლობიდან ფეხბურთელები საგანგებო სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვა.
მოგესალმებით ყველას! გუშინ, თბილისის დროთ 00:00 საათზე, კატალონიის "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი გახდა. 38 ტურიან ბრძოლაში "ბარსამ" მოახერხა და 36–ე ტურში გაინაღდა პირველობა. უახლოეს მდევართან სხვაობა კი 6 ქულაა, რომლის აღმოფხვრის შემთხვევაშიც კი "ბარსელონა" სრულფასოვანი ჩემპიონია.