საქართველოს ახალი, რიგით მე-6 ჩემპიონი ჰყავს! თბილისური "დინამოს" და "ვიტ ჯორჯიას", ქუთაისის "ტორპედოს", ბოლნისის "სიონისა" და რუსთავის "ოლიმპის" შემდეგ, "ზესტაფონი" რიგით მე-6 ქრთული გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 6 წელიწადი ელოდნენ ფეხბურთის ზესტაფონელი ქომაგები ამ დღეს. ყოველი ახალი პირველობის დაწყების წინ, ამ გუნდის მისამართით ავანსები მრავლად იცემოდა, თუმცა, კლუბს არასტაბილური გამოსვლა, გაჩემპიონების საშუალებას არ აძლევდა. წლევანდელ ეროვნულში კი, "ზესტაფონმა", კონკურენტებთან შედარებით, სტაბილურად ჩაატარა მთელი სეზონი და ჩემპიონობაც დასრულებამდე 2 ტურით ადრე იზეიმა.