"საფრანგეთში და წამყვან სარაგბო ქვეყნებში, პატარა მორაგბეებს მეტი განვითარების შანსი აქვთ. 15-წლამდელთა და 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, რადგანაც იქ, განვითარების დინამიკა ბევრად მაღალია, ვიდრე ჩვენთან. ახლა, როდესაც თბილისსა და რეგიონებში სავარჯიშო მოედნების პრობლემები შედარებით ნაკლებია, მეტი განვითარების შანსი ჩვენც გვაქვს და ქართული რაგბიც მეტი ტემპებით განვითარდება”, - თქვა საფრანგეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს 15-წლამდე
რამდენიმე წუთის წინ დანიურმა "რანდერსმა", სადაც ორი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ისინჯება, "ნორდსეალანდს" 1:0 სძლია. "რანდერსმა" გამარჯვება სწორედ ქართველი ფორვარდის - გიორგი ქვილითაიას გოლით მოიპოვა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა გარიგებულ თამაშებში მონაწილე ფეხბურთელების საქმე განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილების თანახმად, ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გამო, ხუთივე ფეხბურთელს - გიგა ბეჭვაიას ( ვიტ ჯორჯია), როინ ონიანს, ლევან ვართაგავას (ორივე ბაია), სპარტაკ გოგიასა და კახაბერ კირთაძეს (ორივე სამტრედია) სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეცათ. სფფ-ს პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ აღმასკომმა საკმაოდ რთული და ძნელი გადაწყვეტილება მიიღო.
ავსტრალიური ფეხბურთის მატჩისას მთავარმა მსაჯმა საშიში ვარცხლინობის გამო მოთამაშე მოედნიდან გააძევა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც მთავარმა მსაჯმა განაცხადა, ნატან ვან სამორენს თავისი ვარცხლინობით მოწინააღმდეგის დაზიანება შეეძლო.
"Corriere dello Sport"-ს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსმა" ანდრეა პირლოსთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და მომავალი სეზონიდან იტალიელი ნახევარმცველი ტურინულ გრანდში გააგრძელებს ასპარეზობას.