საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა, დღეს გამართულ სხდომაზე, ტოტალიზატორების სკანდალში გახვეულ ფეხბურთელებს - გიგა ბეჭვაიას ("ვიტ ჯორჯია”), როინ ონიანს, ლევან ვართაგავას (ორივე ზუგდიდის "ბაია”), კახა კირთაძესა და სპარტაკ გოგიას (ორივე "სამტრედია”) ფეხბურთის თამაში სამუდამოდ აუკრძალა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც წლევანდელი კონტინენტური პირველობებისა და ამ უქმეებზე ჩატარებული ბაქოს დიდი პრიზის შედეგებიცაა გათვალისწინებული.
მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, რიკარდო კაკას დედამ, ჭორები იმის თაობაზე, რომ ფეხბურთელმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი დატოვოს, კიდევ უფრო გაამყარა. მან სოციალურ ქსელ "Twitter"- ზი დაწერა, რომ კაკას ოჯახი მომდევნო სეზონში ლონდონში იცხოვრებს.
თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" ბოლო ტურში ბოლნისის "სიონს" 3:0 სძლია. თამაშის შემდეგ გაირკვა, რომ გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელი - გიგა ბეჭვაია, აღნიშნულ თამაშამდე ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან ე.წ. ცოცხალ შედეგებზე იყო გარიგებული, რასაც მისის დაკავება და დაკითხვა მოჰყვა. სკანდალის შემდეგ ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვეს.
როგორც გაცნობეთ, დანიის სუპერლიგაში ორი ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი - გიორგი ქვილითაია და ოთარ ჩაფიძე ისინჯებიან.
"რანდერსის" რიგებში ქართველების დებიუტი დღეს შედგა და საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა. დანიის სარეზერვო ჩემპიონატში, "ვეილეს" წინააღმდეგ თავი გამოჩენა ორივე ფეხბურთელმა შეძლო.