ესპანურ ფეხბურთში "ბარსელონას" დომინირება გრძელდება. ლა ლიგის 36-ე ტურში, ვალენსიაში მოპოვებული ქულით, კატალონიურმა კლუბმა ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი 21-ედ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. პირველ ტაიმში, ძირითადად სტუმრები უტევდნენ, მაგრამ უფრო სახიფათო იერიშებს მაინც მასპინძლები ახორციელებდნენ.
მადრიდის "რეალის" გენერალური დირექტორის ხორხე ვალდანოს განცხადებით, ჯობს ჟოზე მაურინიომ პრესასთან უფრო ნაკლები ისაუბროს და სკანდალებში გახვევას თავი აარიდოს. ჯობს მან თავისი მიღწევები მოედანზე დაამტკიცოს და მედიასთან სკანდალების მოწყობას მოერიდოს.
ქართველი აკაკი გოგია, რომელსაც გერმანული პასპორტიც აქვს და "ვოლფსბურგის" ღირსებას იცავდა რეგიონალლიგაში, დღეს განათხოვრების წესით "აუგსბურგში" გადავიდა.
იმერული დერბი, ქართული კლუბების - „ზესტაფონისა" და „ტორპედოს" დაპირისპირებას ეწოდება. ამ ორი გუნდის შეხვედრა, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ორივე ქალაქში სავსე სტადიონები,მხურვალე გულშემატკივრობა და დაძაბულობა მეტ ინტრიგას სძენს ამ მატჩს და გამოარჩევს კიდეც სხვა ქართული დერბებისგან.
პირველ ტაიმში, განსაკუთრებით კი საწყის 30 წუთში "ყოჩებმა” ისე ითამაშა, რომ ბევრმა იფიქრა, საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატში პირველ გამარჯვებას მოიპოვებსო, მაგრამ მეორე ტაიმში, როდესაც წვიმა წამოვიდა, ქულები მხოლოდ "არმიამ” აგროვა და ლევან მგელაძის გუნდი ხუთი მატჩის შემდეგ კვლავ ცხრილის ფსკერზე დატოვა.