კურტ უიმერი, რომელიც პირველი ნაწილის სიუჟეტზე მუშაობდა, უკვე შეუდგა სცენარის წერას ფილმის გაგრძელებისთვის. ცნობილია, რომ ანჯელინა ჯოლი უბრუნდება რუსი შპიონის როლს და სწორედ ეს ფილმი გახდება მისი შემდეგი სამსახიობო პროექტი. რეჟისორის ვინაობა ჯერ უცნობია. შეგახსენებთ რომ პიველი სერიის დამდგმელი ფილიპ ნოისი იყო. კრიტიკის მიუხედავად „სოლტი" წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. 110 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე ფილმა, 293 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.