ზაფხულში კინოთეატრებში კიდევ ერთი ახალი ქართული ფილმი გამოვა - ზაზა ურუშაძის „დარჩი ჩემთან". სცენარის ავტორი - თამარ ბართაია, ოპერატორი - გიორგი ბერიძე, პროდიუსერი - დავით ბეჟიტაშვილი, როლებში - ლელა წურწუმია, პაატა ინაური, ზურაბ ყიფშიძე, ნატო მურვანიძე, ჯანრი ლოლაშვილი, ნინო ხომასურიძე და სხვა ცნობილი მსახიობები. ფილმის პრემიერა 9 ივლისსაა დანიშნული. ფილმი მოგვითხრობს პოპულარული ქალის, ქეთის და მასზე შეყვარებული სტუდენტის, ნიკას, ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას...