21 აპრილს, 20:00 საათზე, პეკინის 5 ნომერში გაიხსნა ფრანგული ბრენდ "პრომოდის” ექსკლუზიური მაღაზია. გახსნას ესწრებოდნენ ბრენდის წარმომადგენლები 5 ქვეყნიდან: საფრანგეთი, ინდოეთი, ბელგია, ყაზახეთი, სასომხეთი. ცერემონიაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ქართული ბომონდის წარმომადგენლები. სამოდელო სააგენტოები , ქართული ბეჭდვითი და ტელე მედიის წარმომადგენლები, დიზაინერები. ბრენდი ქართულ ბაზარზე შემოიყვანა კომპანია „ედრესმა" , რომლის მაღაზიებია: Etam Lingerie, Celio, Tom Tailor, 123, Gerry Weber, JOOP, Dpam. პრომოდი - ქალთა Prêt-à-Porter ბრენდი. პრომოდის ტანისამოსის ხაზი წარმოდგენილია სადა, ქალური, თანამედროვე და ხელმისაწვდომი მოდელებით და გათვლია 16-45 წლის ახალგაზრდა ქალებისთვის. ამჟამად პრომოდს უკვე აქვს 800 მაღაზია მსოფლიოს 45 ქვეყანაში. პრომოდმა იცის თუ რა სურთ ქალებს. ეცადე შეურიო 40 წლების რეტრო გაზახული- ზაფხულის კოლექციას, თავისი ყვავილოვანი დეკორაციებით. ჩაიცვი 50 წლების ქვედაბოლოები, 70 წლების ბობ მარლის სტილით შთაგონებული პრინტები. პრომოდს სწორედ კარგად დავიწყებული ძველის განახლებაზე აქვს აღებული ორიენტირი. www.promod.com თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები ედრესის მაღაზიათა შესახებ პირველებმა დაიმატეთ Facebook-ზე www.facebook.com/adressge
2011 წლის 7 მაისი, Tbilisi Fashion Week; საქართველო, წინანდალი - ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი
თბილისის მოდის კვირეული, რომელიც რიგით მეოთხედ ჩატარდა და (წესით) 2011-12 წლის ზამთრის სეზონის კოლექციებს წარმოგვიდგენდა მაისის დასაწყისისთვის დასრულდა და მოდის სივრცეში გადატვირთული გრაფიკის შემდეგ მშვიდი ზაფხული გველის ყოველგვარი მოდის კვირეულების გარეშე. როგორც ავღნიშნეთ ეს კვირეული მომავალი ზამთრის სეზონის კოლექციებით უნდა წარდგენილიყო, თუმცა თამუნა ინგოროყვამ რომელმაც თბილისის მოდის კვირეული დახურა (უკვე მეორედ. იხ: TFW - Tamuna Ingorokva - ss11) წინანდალში გამართული ჩვენებით ზაფხულის კოლექცია წარმოგვიდგინა თემით "ზაფხულის ღამის სიზმარი". ჩვენებამ შესანიშნავად ჩაიარა, ჭავჭავაძეების სახლ -მუზეუმში გასაოცარი გარემო იყო შექმნილი.
25 წლის ლევან მეტრეველი ფილმის avatar- the last airbender (ავატარი - სტიქიის მბრძანებელი) მეორე სერიის სცენარისტი გახდა. პროექტში მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიქრობს, რომ სამუშაოდ ამერიკაში გამგზავრებაც არ მოუწევს. ახალი ფილმის არც რეჟისორი და არც საპროდიუსერო კომპანია არ სახელდება.
2008 წლის 8 აგვისტო ეს არის საქართველოს ისტორიის ერთ ერთი მწარე რეოლობა მე მინდა ეხლა ჩემი პოსტიტ გაგახსენოთ ის ომი რათა არასოდეს დაგვავიწყდეს ის მწარე რეალობა. და ის საშიბელი ომი რომელიც ჩვენ გადავიტანეთ ვილოცოთ ჩვენი გმიერების სულებისთვის ეს პოსტი მთლიანად მთელ ერს და ყველა პატრიოტ კაცს ჩემგან :(