დედა, რომელიც თავის 8 წლის შვილს ბოტოქსს უკეთებს
როგორც ყველა 8 წლის ბავშვები, ისე ბრიტნი კემპბელსაც უყვარს ცეკვა, მოდით არის დაინტერესებული და ცდილობს მაკიაჟი გაიკეთოს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ წვრილმანია. ბრიტნი ყოველ სამ თვეში მიდის კლინიკაში, სადაც თავად დედამისი უკეთებს ბოტოქსს. შუბლზე, ტუჩებზე და თვალების ირგვლივ, რათა ნაოჭები არ ჰქონდეს და როცა გაიზრდება ყველაზე ლამაზი გოგო იყოს, გახდეს ვარსკვლავი და დაიპყროს მსოფლიო.
ასევე ბრიტნის დედამისი უკეთებს დეპილაციას, ის თვლის რომ ასე ნაადრევი დეპილაცია მას თმებს გაუქრობს მომავალში. დედა ამაყობს იმით, რომ მისი შვილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტია, რომელიც იკეთებს ბოტოქსს. თავად ბრიტნი ამბობს, რომ ყოველ ღამე სარკის წინ ამოწმებს ხო არ გამოუვიდა მას ახალი ნაოჭები და თუ ნახა უჩნდება სურვილი რომ მეორე დღესვე წავიდეს კლინიკაში და მოიშოროს ისინი. ბრიტნის თქმით თავიდან მისთვის ეს პროცედურა ძალიან მტკივნეული იყო თუმცა შემდეგ შეეჩვია და უკვე აღარც ტირის.
ბრიტნის მომავალი გეგმები არის გაიკეთოს ცხვირის პლასტიკა და გაიდიდოს მკერდი...