მეგობრები... სიყვარული...
ზოგჯერ კარგი მეგობრებისგან მშვენიერი ოჯახური წყვილი გამოდის. მამაკაცები კი ამბობენ, რომ ქალი-მეგობარი ქალი არ არის და მას სქესი არ აქვს, მაგრამ არც ასეა საქმე. თუ თქვენ ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ "შემთხვევით" ის ადამიანი შეგიყვარდათ, რომელთანაც წლების განმავლობაში მხოლოდ მეგობრობა გაკავშირებდათ, სევდას ნუ მიეცემით. იმოქმედეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ სიყვარულის ისტორიას პლუსებთან ერთად მინუსებიც ექნება...