ბოლო დღეებში განსაკუთრებული აჟიოტაჟია თბილისის "დინამოს” გარშემო და ეს ძალიან კარგია. გუნდში სიახლეები სწრაფად ხდება და ახლა ყველა 30 ივნისს ელის, როცა ესპანურთავიანი "დინამო” ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს, კერძოდ, "ეროვნულზე” მოლდოვურ "მილსამის” უმასპინძლებს. შეხსენებისთვის, ეს შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა მალტის ქალაქ კოტონერაში 24-26 ივნისს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი 7 მედლით და გუნდური მე-2 ადგილით ჩაამთავრა. გიორგი ვაზაგაშვილის გუნდის წევრთაგან დღეს ტატამზე ბოლო სამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 6 ძიუდოისტი გავიდა და 4-მა მათგანმა კვარცხლბეკსაც უწია. ბექა ღვინიაშვილი (81 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, შალვა ჩოჩელი (90 კგ) და გიორგი ლაზუაშვილი (+90 კგ) ფინალში დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ხოლო გურამ თუშიშვილი (90 კგ) მესამე ადგილზე გავიდა.
ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს ნაკრებმა ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. დღეს მალტის ქალაქ კოტონერაში ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. ტატამზე 4 ქართველი ვაჟი გავიდა და მათგან კვარცხლბეკს მხოლოდ ლევან გუგავამ (73 კგ) უწია.
მალტის ქალაქ კოტონერაში დღეს დაწყებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ვაჟთა შორის, მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა და 2 წონის ფინალში საქართველოს ნაკრების წევრმა იჭიდავა. 55 კილოგრამში, ვანო მამისაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, თამაზ კირაკოზაშვილს (60 კგ) კი, უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა.
საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ბოლო ვარჯიში ჩაატარა. მალტის ქალაქ კოტონერაში 24-26 ივნისს ჩასატარებელ ტურნირზე წასაყვანი შემადგენლობა, მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ვაზაგაშვილმა აკადემიაში მიწვეულ ჟურნალისტებს ოფიციალურად დაუსახელა. "მსოფლიო სპორტისთვის” რამდენიმე დღის წინ ნათქვამი 15-კაციანი სია უცვლელი დარჩა.