მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 16:44
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » ივნისი » 25 » რუსული ბარიერები და ერთი ბრინჯაო


    22:20
    რუსული ბარიერები და ერთი ბრინჯაო
    ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს ნაკრებმა ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. დღეს მალტის ქალაქ კოტონერაში ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. ტატამზე 4 ქართველი ვაჟი გავიდა და მათგან კვარცხლბეკს მხოლოდ ლევან გუგავამ (73 კგ) უწია.
    ოქრო-ვერცხლის მოპოვების შანსი გუგავამ ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, რუს სულეიმან ვიშეგუროვთან მარცხით. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, რომელმაც ქართველის მეტოქეს მომგებიანი იუკო მოაპოვებინა. ამ ნახევარფინალურ ორთაბრძოლამდე ლევან გუგავა სამ მოწინააღმდეგეს: პოლონელ მიეჟკო პოლგრაბსკის, ესტონელ მარტინ ვისტსა და აზერბაიჯანელ ფირუდინ დადაშოვს იპონებით გაუსწორდა. წმინდადვე მოიგო რეპეშაჟის ფინალიც, უკრაინელ ვიტალი დერევიანკოსთან.
    ამავე წონაში მეორე ნახევარფინალშიც ქართველი და რუსი ძიუდოისტები დაეჭიდნენ ერთმანეთს და იქაც რუსმა იმარჯვა. ბექა დონღვანმა რუსტამ გერეკოვთან წაგების შემდეგ ვეღარც რეპეშაჟის ფინალში იყოჩაღა – აზერბაიჯანელ ფირუდინ დადაშოვთანაც წმინდად წააგო და ევროპირველობაზე მეხუთე ადგილს დასჯერდა. ძირითად ბადეში, გერეკოვთან დაპირისპირებამდე დონღვანმა ჰოლანდიელი ბოიდ დერკსი, ხორვატი სტიეპო როკო და უკრაინელი დერევიანკო იპონებით ჩამოიშორა.
    66 კილოგრამში მოჭიდავე ქართველთაგან შედარებით უკეთ გიორგი მუზაშვილმა იჭიდავა. მოლდოველი სერგიუ სპასის წმინდად ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან, რუს მიხაილ იგოლნიკოვთან ოთხი გაფრთხილებით წააგო, დამამშვიდებელი ეტაპის პირველსავე წრეში კი აზერბაიჯანელ ჰუსეინ რაჰიმლისთან 2 ვაზარი გამოეპარა. ამავე წონაში, აპოლონ ზურაბიანი ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა, აზერბაიჯანელ მიხაილ ანანიევთან წაგებით.
    დღესვე ევროპის ჩემპიონატში საქართველოს გოგონათა ნაკრების ოთხივე წევრი ჩაერთო და როგორც მოსალოდნელი იყო, საწყის ეტაპს ვერც ერთი ვერ გასცდა. გურანდა შოთაძისთვის (52 კგ) დაუძლეველი ბარიერი უნგრელი სზაბინა გერსაკი აღმოჩნდა, მარიამ ციხელაშვილისთვის (52 კგ) – რუმინელი ალექსანდრა ფლორიანი, მარიამ ჯანაშვილისთვის (57 კგ) – სერბი ნატაშა შიმონკოვიჩი, ხოლო ანი მინდიაშვილისთვის (63 კგ) – პოლონელი ურსულა ჰოფმანი.
    ხვალ მედლები ვაჟთა დარჩენილ სამ წონაში: 81, 90 და +90 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ კი ბექა ღვინიაშვილი, ადამ ვარაზიშვილი (ორივე 81 კგ), შალვა ჩოჩელი, გურამ თუშიშვილი (90 კგ), გიორგი ლაზუაშვილი და გიგა გელაშვილი (+90 კგ) იჭიდავებენ.

    ოთარ მაღლაკელიძე

    ძიუდო
    ევროპის ჩემპიონატი
    ჭაბუკები
    კოტონერა (მალტა)
    25 ივნისი

    ვაჟები
    66 კგ
    1 მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)
    2 რამაზან კოძაკოვი (რუსეთი)
    3 მურატ ბეკტაში (თურქეთი)
    3 ჰუსეინ რაჰიმლი (აზერბაიჯანი)

    73 კგ
    1 სულეიმან ვიშეგუროვი (რუსეთი)
    2 რუსტამ გერეკოვი (რუსეთი)
    3 ლევან გუგავა (საქართველო)
    3 ფირუდინ დადაშოვი (აზერბაიჯანი)

    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 794 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 5.0/2

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011