ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაუგეგმავი ვიზიტით პაკისტანს ეწვია. მოსალოდნელია, რომ კლინტონი ისლამაბადსა და ვაშინგტონს შორის შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას შეეცდება, რომელიც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ წარმოიშვა.
25 მაისის ღამეს (უკვე 26-ში) მთავრობამ პარლამენტის წინ შეკრებილი აქტივისტები დაარბია. მათ მომიტინგეების საწინააღმდეგოდ ცრემლსადენი გაზი, მომწამლავი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დარბევას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 1 მომიტინგე ხოლო დაიჭრა ათეულობით მათგანი.
მიუხედავად აქტივისტების დიდი მცდელობისა 26 მაისის აღლუმი არ ჩაიშალა და საქართველო კვლავ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს.
"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე შოთა უტიაშვილის განცხადებას ეხმიანება და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს "სახალხო კრების" ლიდერები აქციიდან გაქცევას ცდილობდნენ, რასაც 2 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნინო ბურჯანაძე ირაკლი ოქრუაშვილს მხდალს და სუსტს უწოდებს. "ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში მამაკაცებს არ ყოფნით ვაჟკაცობა, თავის გადაწყვეტილებებზე თავად აგონ პასუხი.