"ქართული პარტიის" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ "faceboock"-ის მეშვეობით სპეციალური განცხადება გააკეთა და ქართველ ჯარისკაცებს მიმართა. "ჯეონიუსი" უცვლელედ გთავაზობთ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯარისკაცებისდმი მიმართვას.
ირაკლი ოქრუაშვილის მოსკოვურ ვიზიტზე რუსული პრესაც წერს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რუსეთს თავი დაუხარა, ამით მას სურს შური იძიოს სააკაშვილის რეჟიმზე, აღნიშნულ სტატიას რუსული გამოცემა "ობშაია გაზეტა" ავრცელებს.