მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 02:22
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 20 » ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით ქართველ ჯარისკაცებს მიმართა


    15:50
    ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით ქართველ ჯარისკაცებს მიმართა
    "ქართული პარტიის" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ "faceboock"-ის მეშვეობით სპეციალური განცხადება გააკეთა და ქართველ ჯარისკაცებს მიმართა. "ჯეონიუსი" უცვლელედ გთავაზობთ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯარისკაცებისდმი მიმართვას.

    ქართველ ოფიცრებს და ჯარისკაცებს,

    "ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი,რომ მოგმართავთ პოლიტიკოსი, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს გათავისებული თქვენი, როგორც სამხედროების და მთლიანად ჯარის სატკივარი. ბედმა მარგუნა, რომ ორი წლის განმავლობაში თქვენს რიგებში ვყოფილიყავი, იქნებოდა ეს ყოველდღიური ცხოვრება, საველე პირობებში ყოფნა თუ საბრძოლო ოპერაციები. ორი წლის განმავლობაში ნათლად დავინახე, რომ ვერცერთი სხვა მოხელე, იქნება ეს პოლიციელი თუ მეციხოვნე, ტოლსაც ვერ გიდებთ წესიერებაში, ღირსებაში და ქვეყნის სიყვარულში. თუმცა შესაბამისი დაფასება ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად არ გქონიათ. თქვენი ეშინოდა ორივე მთავარსარდალს შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც. ამ უკანასკნელს პათოლოგიური ზიზღიც კი გაუჩნდა ჯარისადმი 2008 წლის ომის შემდგომ და თავზე ჯალათი დაგასვათ ახალაიას სახით, იმ ერთადერთი მიზნით, რომ გაკონტროლონ, დაგთრგუნონ და აზრის გამოთქმა აგიკრძალონ იმ სიბინძურეზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, აშკარაა რომ მთავარსარდალი თქვენ ისე გექცევათ, როგორც დანარჩენ საქართველოს და პოლიციას და სპეცსამსახურებს თქვენს წინააღმდეგ ძალადობისათვის ისევე იყენებს, როგორც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. პოლიციის ის დაფასება,მატერიალური წახალისება და სხვა ტიპის ყურადღებაც საკმარისია იმის დასანახად რომ თქვენ არ მიგიჩნევენ მათთან თანასწორად. თქვენი ეშინოდათ და თქვენი ეშინიათ.

    2008 წლის ომის შემდეგ, სააკაშვილმა იმდენად შეგიძულათ ,რომ მხოლოდ სამხედრო აღლუმებზე ჩასატარებლად გიყენებთ. ან ცოტა უფრო მეტი, სხვის ომში, ერაყსა თუ ავღანეთში როგორც ექსკურსიაზე ისე გგზავნიან გროშების და უდიდესი რისკის ფასად, იმისათვის, რომ დასავლეთში დემოკრატად წარმოჩინდეს. ამ უაზრობას კი ჩვენი მეგობრები, თქვენი თანამებრძოლები ეწირებიან.

    თქვენ არ გენდობოდნენ და თქვენ არ გენდობიან, საუკეთესო ოფიცრების დიდი ნაწილი არამხოლოდ პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით სამსახურიდან დაითხოვეს, არამედ ციხეში გამოკეტეს შეთითხნილი ბრალდებით მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო უყვარდათ და ეს ხმამაღლა თქვეს. მამუკა გორგიაშვილის და ლევან ამირიძის მაგალითიც კი საკმარისია ყველაფერი ამისათვის.

    სააკაშვილს არც დაუმალავს მისი დამოკიდებულება თვენდამი , როდესაც ხმამაღლა განაცხადა: "ჯარი რისი ჯარია თუ არ დაიხოცაო".

    2008 წლის ომი ყველა ჩვენგანისათვის დიდ ტკივილად დარჩება, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საუკეთესო თანამებრძოლები. ნაცვლად იმისა , რომ სააკაშვილს და სხვა მაღალჩინოსნებს გმირობის და თავგანწირვის მაგალითები ეჩვენებინათ, ტელეკამერების წინ გარბოდნენ. თავს გჭრიდნენ თქვენც და მთელ საქართველოსაც. მაშინ, როდესაც თქვენ საზარბაზნე ხორცი იყავით და იხოცებოდით, ხელისუფლება საკუთარ ოჯახებს საზღვარგარეთ ხიზნავდა და ქონების გატანით იყო დაკავებული.

    თქვენ დაგაბრალეს, რომ ომი წააგეთ. ომი, რომელიც მხოლოდ ერთმა ადამიანმა წააგო და მას მთავარსარდალი სააკაშვილი ქვია. იაკობ გოგებაშვილის „თავდადებული მღვდელი თევდორე " -ში, რიგითი მღვდელი სააკაშვილი თავგანწირვის მაგალითია მტერთან ბრძოლაში, ხოლო დღეს მთავარსარდალი სააკაშვილი სირცხვილის მაგალითად იქცა.

    ცოტა ხანში თქვენ დადგებით ურთულესი არჩევანის წინაშე. ასეთი მომენტი იშვიათად დგება ადამიანის ცხოვრებაში.

    რამდენიმე დღეში ქართველი ხალხი ბარიკადებს მიღმა აღმოჩნდება სააკაშვილთან და მის ხელისუფლებასთან.

    ამ დროს მე, ჩემი ხალხის გვერდით ვიდგები და სხვაგვარად არც შეიძლება. ვიდგები ხალხთან , ფიზიკურად და სიცოცხლის რისკის ფასად.

    თქვენი არჩევანი ისტორიას შეცვლის, თქვენი არჩევანი სირცხვილს ჩამოგვრეცხს, თქვენი არჩევანი საქართველოს გადაარჩენს თუ დადგებით ხალხთან და მე პირადად ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარება, რომ სხვაგვარად არც შეგიძლიათ.

    ღმერთი იყოს ჩვენი და საქართველოს მფარველი",– ნათქვამია ყოფილი თავდაცვის მინისტრის

    ქართველ ჯარისკაცებისადმი გაკეთებულ მიმართვაში.

    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: News - ახალი ამბები | ნანახია: 739 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011