მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 07.05.2024, 21:46
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » ივნისი » 26 » დასკვნითი დღის სამი ფინალი და ყველა სინჯი


    20:15
    დასკვნითი დღის სამი ფინალი და ყველა სინჯი
    საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა მალტის ქალაქ კოტონერაში 24-26 ივნისს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი 7 მედლით და გუნდური მე-2 ადგილით ჩაამთავრა. გიორგი ვაზაგაშვილის გუნდის წევრთაგან დღეს ტატამზე ბოლო სამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 6 ძიუდოისტი გავიდა და 4-მა მათგანმა კვარცხლბეკსაც უწია. ბექა ღვინიაშვილი (81 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, შალვა ჩოჩელი (90 კგ) და გიორგი ლაზუაშვილი (+90 კგ) ფინალში დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ხოლო გურამ თუშიშვილი (90 კგ) მესამე ადგილზე გავიდა.
    ღვინიაშვილმა საჩემპიონო გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიცილა. ოთხივე იპონით. პირველ წრეში გერმანელი ტომ გიორლიცი გააკრა ტატამს, შემდეგ რუსი აბდულ-მალიკ ელდჟარკიევი და უკრაინის სახელით მოჭიდავე ქართველი დავით ხარებავა, ფინალში კი უკრაინის გუნდის კიდევ ერთი წევრი, ბოჰდან ზუსკო დაჩაგრა. სწორედ ამ უკრაინელებმა დატოვეს სამეულს მიღმა 81 კილოგრამში მოჭიდავე მეორე ქართველი ადამ ვარაზიშვილი. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ზუსკოსთან წააგო, ხოლო რეპეშაჟის ფინალში ხარებავასთან და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. ძირითად ბადესა და დამამშვიდებელ ეტაპზე ვარაზიშვილმა თითო გამარჯვება მოიპოვა: ბელარუს მიკალაი ბარაძინოუსთან და ბერძენ კონსტანტინოს სარიდისთან.
    90 კილოგრამში მოჭიდავე ქართველებისთვის დაუძლეველი ბარიერი გლებს ტატალუიევსი აღმოჩნდა. ამ ლატვიელმა ნახევარფინალში გურამ თუშიშვილს იპონით მოუგო, ხოლო ფინალში შალვა ჩოჩელს 2 იუკოთი აჯობა.
    გადამწყვეტ შეხვედრამდე ჩოჩელმა ფრანგი ალექს ოლარტე, ბელარუსი ივან ზახარენკა და ებრაელი ლი კოჩმანი ჩამოიცილა და რაც მთავარია, სამივე ჰანტეითი. თუშიშვილმა ბალტიისპირელთან დაჭიდებამდე რუს ალექსანდრ გრაჩოვს და აზერბაიჯანელ ჯალილ შუკუროვს წმინდად სძლია, სერბ ნემანია ნიკოლიჩს ვაზარ-იუკოთი. რეპეშაჟის ფინალში კი ბელარუსი ზახარენკა დაამწუხრა.
    ლაზუაშვილს ტიტულამდე დარჩენილი ერთი ნაბიჯის გადადგმაში ხელი რუსმა ოლეგ აბაევმა შეუშალა. ფინალამდე კი ქართველი მძიმეწონოსანი გერმანელ ბენჟამინ ბუიზგარნსა და უკრაინელ სერგეი ზვერევს იუკოებით, ხოლო რუს ალექსეი საპუნოვს ვაზარით გასცდა. დღეს მოჭიდავე ქართული ექვსეულიდან ყველაზე უშედეგოდ მძიმეწონოსანი გიგა გელაშვილი გამოვიდა – ხორვატ მატეჟ გრუბისასთან დამარცხდა და ევროპირველობას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.
    ჩამოთვლილი ოთხი მედალისტის გარდა, კოტონერას ტატამზე საქართველოს ნაკრების წევრთაგან თავი ვანო მამისაშვილმა (ოქრო), თამაზ კირაკოზაშვილმა (ვერცხლი) და ლევან გუგავამ (73 კგ) გამოიჩინეს.


    ოთარ მაღლაკელიძე

    ძიუდო
    ევროპის ჩემპიონატი
    ჭაბუკები
    კოტონერა (მალტა)
    24-26 ივნისი
    50 კგ
    1 ელიოს მანცი (იტალია)
    2 ვალიდე ხიარი (საფრანგეთი)
    3 ლუკა კავალო (იტალია)
    3 ლუის მასი (საფრანგეთი)

    55 კგ
    1 ვანო მამისაშვილი (საქართველო)
    2 ისკანდარ ტალიშინსკი (აზერბაიჯანი)
    3 ოლექსანდრ იემჩენკო (უკრაინა)
    3 ელბრუს ზამანოვი (აზერბაიჯანი)

    60 კგ
    1 ელდარ გაზიმაგომედოვი (რუსეთი)
    2 თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო)
    3 ვლადისლავ აზოვცევი (რუსეთი)
    3 რაშად რუფულაიევი (აზერბაიჯანი)

    66 კგ
    1 მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)
    2 რამაზან კოძაკოვი (რუსეთი)
    3 მურატ ბეკტაში (თურქეთი)
    3 ჰუსეინ რაჰიმლი (აზერბაიჯანი)

    73 კგ
    1 სულეიმან ვიშეგუროვი (რუსეთი)
    2 რუსტამ გერეკოვი (რუსეთი)
    3 ლევან გუგავა (საქართველო)
    3 ფირუდინ დადაშოვი (აზერბაიჯანი)

    81 კგ
    1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
    2 ბოჰდან ზუსკო (უკრაინა)
    3 დავით ხარებავა (უკრაინა)
    3 აბდულ-მალიკ ელდჟარკიევი (რუსეთი)

    90 კგ
    1 გლებს ტატალუიევსი (ლატვია)
    2 შალვა ჩოჩელი (საქართველო)
    3 გურამ თუშიშვილი (საქართველო)
    3 ლი კოჩმანი (ისრაელი)

    +90 კგ
    1 ოლეგ აბაევი (რუსეთი)
    2 გიორგი ლაზუაშვილი (საქართველო)
    3 მატეუშ კვიატკოვსკი (პოლონეთი)
    3 ალექსეი საპუნოვი (რუსეთი)

    გუნდური ჩათვლა. ვაჟები
    ო ვ ბ V VII
    1 რუსეთი 4 2 3 0 2
    2 საქართველო 2 3 2 2 1
    3 იტალია 1 0 1 0 1
    4 ლატვია 1 0 0 0 0
    5 აზერბაიჯანი 0 1 4 2 2
    6 უკრაინა 0 1 2 3 1
    7 საფრანგეთი 0 1 1 0 1
    8 ისრაელი 0 0 1 1 1
    9 პოლონეთი 0 0 1 1 0
    10 თურქეთი 0 0 1 0 1

    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 1051 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011