ეროვნული ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში, რუსთავის "ოლიმპსა" და "ზესტაფონს" შორის, მომხდარი ინციდენტისა და მსაჯის გინების გამო, მასპინძელი გუნდის კაპიტანი - ალექსანდრე კვახაძე და ფეხბურთელი - ლუკა რაზმაძე, ესტეკამ 5-5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 600-600 ლარით დასაჯა.
პირველად, თასის გათამაშების ისტორიაში, ფინალში, პირველი ლიგის გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
თბილისის "ვიტ ჯორჯია", რომელიც რამდენიმე დღის წინ უსიამოვნო სკანდალში გაეხვა და გუნდის ერთ-ერთი წევრი - გიგა ბეჭვაია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა, ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გამო დაკითხა. სწორედ ამ ამ მიზეზით ფეხბურთელი დღეს გუნდს დააკლდა. წინა ტურში მიღებული ტრავმის გამო, "ვეტერინარებს" ვერც ლაშა კასრაძე დაეხმარა
როგორც გაცნობეთ, სათასო დაპირისპირებაში, "ვიტ ჯორჯიასა" და "გაგრას" შორის, მასპინძელთა მეკარისა და ერთ-ერთი ფეხბურთელის - დავით მაისაშვილის შეჯახებისას, ეს უკანასკნელი მძიმედ დაშავდა და ტვინის შერყევით, მიხაილოვის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
ლოზანას სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ "დებრეცენის" ფეხბურთელების საქმე განიხილა ერთ-ერთი მატჩის შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით და UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ნაწილობრივ დატოვა ძალაში.