მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 21:35
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 7 » ბეჭვაიას გულშემატკივრობა `ვიტ ჯორჯიას` მოსაგებად არ ეყო!


    00:13
    ბეჭვაიას გულშემატკივრობა `ვიტ ჯორჯიას` მოსაგებად არ ეყო!
    პირველად, თასის გათამაშების ისტორიაში, ფინალში, პირველი ლიგის გუნდი მიიღებს მონაწილეობას.



    თბილისის "ვიტ ჯორჯია", რომელიც რამდენიმე დღის წინ უსიამოვნო სკანდალში გაეხვა და გუნდის ერთ-ერთი წევრი - გიგა ბეჭვაია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა, ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გამო დაკითხა. სწორედ ამ ამ მიზეზით ფეხბურთელი დღეს გუნდს დააკლდა. წინა ტურში მიღებული ტრავმის გამო, "ვეტერინარებს" ვერც ლაშა კასრაძე დაეხმარა.



    პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის, გაგრელთა გამარჯვებით - 3:0 დასრულდა. შესაბამისად, განმეორებით შეხვედრაში, "ვიტ ჯორჯიას" შანსი ფინალში გასვლის მცირე იყო. პირველი გოლი "გაგრამ" გაიტანა. შალვა კვანტალიანი და მეკარე ძაძამია ერთმანეთს შეასკდნენ, მიუხედავად მსაჯის სასტვენისა, ბურთი კარში შეგორდა და მატჩის მთავარმა არბიტრმა გოლი ჩათვალა და ჯარიმა აღარ დანიშნა.



    მასპინძლებმა გათანაბრება რამდენიმე წუთში შეძლეს. ჩიმაკაძემ მეტოქის მეკარეს შანსი არ დაუტოვა. დანარჩენი სამი გოლი, მცველთა და მეკარე ძაძამიას უშუალო "დამსახურებით" გავიდა. გოლის მომენტში, მასპინძელთა კარის კიპერი, კარში საერთოდ არ მდგარა. შესაბამისად, ოვონიკოკომ ორჯერ 56-ე და 69-ე წუთებზე აიღო "ვეტერინართა" კარი, ხოლო ჩიმაკაძემ სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირა. წერტილი შეხვედრას დავით ციცხვაიამ 90-ე წუთზე დაუსვა, მაისაშვილი, რომელიც მცველის ფუნქციებს ითავსებს ბოლო ორ შეხვედრასი, საკუთარი გუნდის მეკარესთან შეჯახების შემდეგ მძიმედ დაშავდა, ამ დროს გოლიც გავიდა, თუმცა თბილისელებს ამისთვის აღარ ეცალათ. მაისაშვილი ტვინის მძიმე შერყევით მიხაილოვის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას ხერხემალიც აქვს დაზიანებული. ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, Goli.ge მოგვიანებით გაცნობებთ.



    თასის მოქმედი მფლობელი კი გათამაშებას გამოეთიშა და "ზესტაფონთან" შარშანდელი დაფიქსირებული შედეგის გამეორება ვეღარ შეძლო. გუნდიდან მოკვეთილი გიგა ბეჭვაია თანაგუნდელების საგულშემატკივროდ იყო მისული, მაგრამ ტრიბუნიდან მისი ქომაგობა, გუნდს მოსაგებად ნამდვილად არ ეყო...



    მეორე ფინალისტის ვინაობა კი ზესტაფონში გაირკვა. ქუთაისის "ტორპედოს" პირველი თამაში 1:0 ჰქონდა მოგებული. განმეორებითი იმერული დერბი უგოლოდ დასრულდა. 26 მაისს, თასის ფინალს "ტორპედო" მეექვსედ ითამაშებს.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 641 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011