ლეიდი გაგა აგრძელებს თავის Monster Ball-ის ტურს და იგი 6მაის მექსიკაში იმყოფებოდა.გაგა არ ღალატობს თავის სტილს იგი ამჯერადაც "უცნაურად" გამოიყურებოდა და მოტოციკლეტთან ერთად პოზიორობდა პაპარაცების წინ.
Miichael Kors -ის ახალი კოლექცია ხალასი ფერებითა და თავისუფალი სტილით გამოირჩევა. ზაფხულის აქტუალური ფერი თეთრი დიზაინერმა საინტერესოდ გამოიყენა. კოლექციაში შეხვდებით საცურაო კოსტუმებსა და გრძელ სარაფნებს, რომლებიც ჰარმონიულობის შეგრძნებას ტოვებს. ფართოდაა გამოყენებული გაზაფხულის დამახასიათებელი გრილი ამინდებისათვის განკუთვნილი თხელი პალტოები. მაისურები ძირითადად გამჭვირვალეა. შეიგრძნობა გაზაფხული-ზაფხულისათვის დამახასიათებელი ჩაცმის სტილი.
ბათუმში, დღეს შავი ზღვის ბიზნესცენტრის მშენებლობა ოფიციალურად გაიხსნა. ცნობილია, რომ მშენებლობის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.
ფუნდამენტში კაფსულა სიმბოლურად მომღერალმა დიანა ლაბაძემ ჩადო, რომელიც წარმოშობით ბათუმელია და მოსკოვში მოღვაწეობს. აღნიშნული ცენტრის მშენებლობას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ მალე ბათუმი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტალური ცენტრი გახდება.
შვეიცარიამ რუსი ჩინოვნიკების და მათი ოჯახის წევრების ანგარიშები გაყინა. ისინი კავშირში არიან იურისტ სერგეი მაგნიცკის საქმესთან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ფინანსური გამოცემა "ბარონსი" ავრცელებს. "ჰერმიტიჯ კაპიტალზე" დაყრდნობით, რომლის ადვოკატიც მაგნიცკი იყო, გამოცემა წერს, რომ მან რუსი მაღალჩინოსნები კორუფციასა და თაღლითობაში ამხილა. ანგარიშების გაყინვის შესახებ გადაწყვეტილება შვეიცარიის პროკურატურამ მიიღო.
"ნაბუქოს" გაზსადენის მშენებლობის დაწყება 2013 წლამდე გადაიდო. ამის შესახებ "ნაბუკოს" მმართველმა დირექტორმა რეინჰარდ მითჩეკმა განაცხადა. "ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მოპოვების ვადების გათვალისწინებთ, "ნაბუქოს" კონსორციუმმა პროექტის რეალიზაციის ვადები შეცვალა. გაზსადენის მშენებლობის დაწყება 2013 წელსაა მოსალოდნელი, ხოლო მისთვის გაზის მიწოდება - 2017 წელს", - განაცხადა მითჩეკმა.
საქართველოს მოქალაქეებს სატრანსპორტო, საპატრულო და სითი–პარკის ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში ქონების დაყადაღება ემუქრებათ. აღნიშნული ინფორმაცია "ბიზნეს კურიერმა" გაავრცელა. აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა საქმეები, რომლებიც 30 დღის განმავლობაში არ იხდიან დაკისრებულ თანხას, მათთან გადადის. მათივე თქმით, დღეისთვის ასეთი მოქალაქეების რიცხვი 28 ათასს აღწევს.
იაპონურმა საავტომობილო კომპანია "Nissan Motor" –მა, თავის კონკურენტებთან თურქულ "Karsan Otomotiv"–თან და ამერიკულ "Ford Motor"–თან ბრძოლაში გაიმარჯვა და საკუთარი ავტომობილების მიწოდებაზე ნიუ-იორკთან 10–წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ერთადერთი ქართულენოვანი ეკონომიკური, ყოველკვირეული გაზეთის "ბანკები და ფინანსების" ჟურნალისტები, ხელმძღვანელები და გამომცემლები საქართველოს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის სახელზე ახალ მიმართვას ავრცელებენ. "ჩვენ, გაზეთ "ბანკები და ფინასების" ჟურნალისტებმა, ხელმზღვანელებმა და გამომცემლებმა თქვენ და ბატონებს გიგა ბოკერიას და ვანო მერაბივილს მოგმართ მედიით საშუალებით აღგეკვთად ერთ-ერთი გავლენიანი ეკონომიკური უწყების მიერ ორგანიზებული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს გაზეთის განადგურენბას, ჩვენი რეკლამის მომცემების დაშინებას და მათთვის ამის აკრძალვას
როგორც გაცნობეთ, დანიის სუპერლიგაში ორი ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი - გიორგი ქვილითაია და ოთარ ჩაფიძე ისინჯებიან.
"რანდერსის" რიგებში ქართველების დებიუტი დღეს შედგა და საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა. დანიის სარეზერვო ჩემპიონატში, "ვეილეს" წინააღმდეგ თავი გამოჩენა ორივე ფეხბურთელმა შეძლო.
ეროვნული ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში, რუსთავის "ოლიმპსა" და "ზესტაფონს" შორის, მომხდარი ინციდენტისა და მსაჯის გინების გამო, მასპინძელი გუნდის კაპიტანი - ალექსანდრე კვახაძე და ფეხბურთელი - ლუკა რაზმაძე, ესტეკამ 5-5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 600-600 ლარით დასაჯა.
პირველად, თასის გათამაშების ისტორიაში, ფინალში, პირველი ლიგის გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
თბილისის "ვიტ ჯორჯია", რომელიც რამდენიმე დღის წინ უსიამოვნო სკანდალში გაეხვა და გუნდის ერთ-ერთი წევრი - გიგა ბეჭვაია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა, ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გამო დაკითხა. სწორედ ამ ამ მიზეზით ფეხბურთელი დღეს გუნდს დააკლდა. წინა ტურში მიღებული ტრავმის გამო, "ვეტერინარებს" ვერც ლაშა კასრაძე დაეხმარა
როგორც გაცნობეთ, სათასო დაპირისპირებაში, "ვიტ ჯორჯიასა" და "გაგრას" შორის, მასპინძელთა მეკარისა და ერთ-ერთი ფეხბურთელის - დავით მაისაშვილის შეჯახებისას, ეს უკანასკნელი მძიმედ დაშავდა და ტვინის შერყევით, მიხაილოვის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
ლოზანას სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ "დებრეცენის" ფეხბურთელების საქმე განიხილა ერთ-ერთი მატჩის შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით და UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ნაწილობრივ დატოვა ძალაში.
2011 წლის 6 მაისს, 16:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზშისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგი: 1.
1. საფეხბურთო კლუბ "დინამო" თბილისის ფეხბურთელის – ლევან კაკუბავას გაძევების შესახებ, რომელიც 2011 წლის 1 მაისს, დინამო – კოლხეთის მატჩის მთავარმა მსაჯმა – არსენ ნონიკაშვილმა გააძევა (90+1 წთ) ბოლო იმედის ჯარიმისთვის.
2. 2. 2011 წლის 4 მაისს, ზესტაფონის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბების – "ზესტაფონისა" და ქუთაისის "ტორპედოს"შორის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური მატჩის დროს, ორივე გუნდის ფეხბურთელების არასპორტული მოქმედების შესახებ. ამავე მატჩის შემდეგ, "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" გულშემატკივრების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შესახებ. ვინაიდან, დღის წესრიგის მეორე საკითხი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო, სხდომას უამრავი ჟურნალისტი ესწრებოდა. სხდომაზე, ასევე, გამოცხადდნენ საფეხბურთო კლუბების – "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" წარმომადგენლები.