მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 10:12
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 7 » გაზეთ "ბანკები და ფინანსების" რედაქციას ემუქრებიან


    10:23
    გაზეთ "ბანკები და ფინანსების" რედაქციას ემუქრებიან
    ერთადერთი ქართულენოვანი ეკონომიკური, ყოველკვირეული გაზეთის "ბანკები და ფინანსების" ჟურნალისტები, ხელმძღვანელები და გამომცემლები საქართველოს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის სახელზე ახალ მიმართვას ავრცელებენ. "ჩვენ, გაზეთ "ბანკები და ფინასების" ჟურნალისტებმა, ხელმზღვანელებმა და გამომცემლებმა თქვენ და ბატონებს გიგა ბოკერიას და ვანო მერაბივილს მოგმართ მედიით საშუალებით აღგეკვთად ერთ-ერთი გავლენიანი ეკონომიკური უწყების მიერ ორგანიზებული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს გაზეთის განადგურენბას, ჩვენი რეკლამის მომცემების დაშინებას და მათთვის ამის აკრძალვას. ჯერ-ჯერობით, ჩვენს ამ მიმართვას შედეგი არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ამ უწყებასთან დაახლოებული პირები გვითვლიან მუქარებს, განსაკუთრებით აქტიურობს ამ უწყების აპარატის უფროსი. ჩვენ, გამომდინარე სახელმწიფო ინტერესებიდან, აგრეთვე ჩვენი ინფორმაციის წყაროების საფრთხის წინაშე დაყენების მომენტიდან კონკრეტული უწყებასა და ფაქტებს არ ვასახელებთ, თუმცა თქვენი ინფორმირებულობის ხარისხიდან გამომდინარე დარწმუნებულნი ვართ უკვე საქმის კურსში ბრძანდებით, ვინ და რა მეთოდებით გვებრძვის. ამჯერად გაისმა ახალი მუქარა. იგი მოდის ამ უწყების აპარატის უფროსიდან. შემოგვითვალეს კარგად გვახსოვდეს, რომ ისინი ნამუშევრები არიან პროკურატურაში და ფრთხილად იყონ, თავს რამე არ მოსწიონო.
    ბატონო ზურაბ, როდის აქეთ გახდა პროკურატურა კანონმორჩილი და უდანაშაულო ჟურნალისტების დაშინების საშუალება, ეს ის პროკურატურაა, რომელმაც კრიმინოგენური სიტუაცია გააუმჯობესა, რაც ჩვენი გაზეთის ფურცლებზე, პირადად თქვენი ღვაწლის გამორჩევით, არაერთგზის აღინიშნა? ახლა იმის გამო უნდა დავსაჯოთ, რომ ელიტური კორუფციის, არაკომპეტენტურიობის, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის და მონოპოლიების პარპაშის მხილების დროს ზედმეტი მოგვივიდა?
    ჩვენ რა შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია ბიბლიაზე ხელი დავადოთ და დავიფიცოთ, რომ რასაც ვამბობთ, აბსოლუტური სიმართლეა. სხვა მხრივ, ჩვენ ვართ ძალმომრეობისა და შანტაჟის მსხვერპლნი.
    ბუნებრივია, თუ შესაბამის პირებს დაკითხავთ, ისინი ამ ფაქტს უარყოფენ, რადგან კარგად იციან, რომ ამის აღიარება მათთვის უაღრესად სახიფათოა.
    ჩვენ კი სხვა არაფერი დაგვრჩენია, რომ თქვენ, სახელმწიფოს ერთ ერთ ლიდერსა და საზოგადოებას მივმართოთ: დაგვიცავით გათავხედებული სახელმწიფო მოხელებისგან. მართლა და მართლა, ქვეყანაა, თუ შუშის სამხეცე?" – აღნიშნულია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ 2 მაისს გაზეთ "ბანკები და ფინანსების" ჟურნალისტებმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას მიმართეს და გაზეთის წინააღმდეგ ფარული და სისტემური ბრძოლისაგან, რომელსაც მიმართვის ავტორთა თქმით, ერთ-ერთი სახელმწიფო უწყება აწარმოებს, დაცვა სთხოვეს.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: News - ახალი ამბები | ნანახია: 649 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011