მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 01:07
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 7 » სადისციპლინო კომიტეტმა ფეხბურთელებთან ერთად კლუბებიც დასაჯა


    00:11
    სადისციპლინო კომიტეტმა ფეხბურთელებთან ერთად კლუბებიც დასაჯა


    2011 წლის 6 მაისს, 16:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზშისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგი: 1.



    1. საფეხბურთო კლუბ "დინამო" თბილისის ფეხბურთელის – ლევან კაკუბავას გაძევების შესახებ, რომელიც 2011 წლის 1 მაისს, დინამო – კოლხეთის მატჩის მთავარმა მსაჯმა – არსენ ნონიკაშვილმა გააძევა (90+1 წთ) ბოლო იმედის ჯარიმისთვის.

    2. 2. 2011 წლის 4 მაისს, ზესტაფონის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბების – "ზესტაფონისა" და ქუთაისის "ტორპედოს"შორის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური მატჩის დროს, ორივე გუნდის ფეხბურთელების არასპორტული მოქმედების შესახებ. ამავე მატჩის შემდეგ, "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" გულშემატკივრების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შესახებ. ვინაიდან, დღის წესრიგის მეორე საკითხი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო, სხდომას უამრავი ჟურნალისტი ესწრებოდა. სხდომაზე, ასევე, გამოცხადდნენ საფეხბურთო კლუბების – "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" წარმომადგენლები.



    4 მაისის სათასო მატჩზე დამსწრე ოფიციალური პირების ოქმების წაკითხვისა და მატჩის ვიდეოჩანაწერზე სადაო მომენტების კიდევ ერთხელ ნახვის შემდეგ, სხდომა მედიისთვის დაიხურა.



    სადისციპლინო კომიტეტმა ორივე კლუბის წარმომადგენლებს მოუსმინა, რომლებმაც კომიტეტის წევრებს დეტალურად გააცნეს საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები. საკითხის განხილვა საკმაო ხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც, კლუბების წარმომადგენლებმაც დატოვეს დარბაზი და კომიტეტის წევრები მუშაობას შეუდგნენ. საბოლოო განაჩენი კი, ასეთია:პირველ საკითხთან დაკავშირებით, სადაო არაფერი ყოფილა და საფეხბურთო კლუბ "დინამო" თბილისის ფეხბურთელს – ლევან კაკუბავას ერთთამაშიანი დისკვალიფიკაცია და 100 ლარი ფულადი ჯარიმა დაეკისრა.



    რაც შეეხება მეორე საკითხს, ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი – მერაბ გიგაური, მატჩის შემდეგ მაყურებლის მიმართ აპელირებისა და არაეთიკური მოქცევისთვის დაისაჯა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 200 ლარით.



    ამავე კლუბის მეკარეს – ომარ მიგინეიშვილს კი, არასპორტული საქციელისთვის, კერძოდ, იმისთვის, რომ მან ბურთის მომწოდებელ ბავშვს ხელი ჰკრა, ერთთამაშიანი დისკვალიფიკაცია და 100 ლარი ჯარიმა დაეკისრა.თუმცა, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, სანქციებს ვერც კლუბები გადაურჩნენ.



    მატჩის განმავლობაში, ორივე გუნდის ფეხბურთელების არასპორტული მოქმედებისთვის, ერთმანეთის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, რამაც, სტადიონზე ისედაც დაძაბული სიტუაცია უფრო მეტად დაძაბა, მატჩისშემდგომი არეულობა გამოიწვია და რასაც, შესაძლოა, უმართავი პროცესები და უმძიმესი შედეგები მოჰყოლოდა, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მატჩის მონაწილე ორივე საფეხბურთო კლუბი 7 ათას – 7 ათასი ლარით დაისაჯა.



    სადისციპლინო კომიტეტმა ცნობად მიიღო, რომ ზესტაფონის სტადიონისთვის მიყენებულ ზარალს და ქუთაისელი გულშემატკივრებისა და მათი ავტომანქანების დაზიანების საკითხს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 703 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011