9 ივლისს, არნემის "ვიტესი” ლონდონის "ჩელსის” ამხანაგურ მატჩში შეხვდება. ეს შეხვედრა არნემის "გელრედომზე” გაიმართება. "ვიტესის” პირველკაცი ქართველი მერაბ ჟორდანიაა, რომელსაც მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აქვს "ჩელსის” ბოს რომან აბრამოვიჩთან. ასე რომ, ამ მატჩის "გაჩარხვაში” მოულოდნელი არაფერია. მით უმეტეს, ჰოლანდიურ კლუბს ლონდონელთა რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს იჯარით აყვანილი. "ვიტესის” შემადგენლობაში დიდ ცვლილებებს ელიან – გუნდს სულ ცოტა 10 ფეხბურთელი დატოვებს და დაახლოებით ამდენივე ახალწვეულიც იქნება.
გეცოდინებათ, 30 ივლისს, რიო-დე-ჟანეიროში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების კენჭისყრა გაიმართება – ყველა ზონაში. საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ კენჭისყრაში კალათები ივლისის თვის რეიტინგის მიხედვით გადანაწილდება. კერძოდ კი, 12 ივლისს. ეს ფიფა-ს ოფიციალურ საიტზეც წერია.