მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 10:56
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » ივნისი » 7 » ას პროცენტს ერთი მოგება დააკლდა


    12:22
    ას პროცენტს ერთი მოგება დააკლდა
    გეცოდინებათ, 30 ივლისს, რიო-დე-ჟანეიროში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების კენჭისყრა გაიმართება – ყველა ზონაში. საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ კენჭისყრაში კალათები ივლისის თვის რეიტინგის მიხედვით გადანაწილდება. კერძოდ კი, 12 ივლისს. ეს ფიფა-ს ოფიციალურ საიტზეც წერია.
    "მსოფლიო სპორტს” ადრეც ეწერა, თუ რა სისტემით გავლენ ევროპიდან გუნდები მუნდიალზე. 53 ნაკრები 9 ჯგუფში განაწილდება (8 ექვსგუნდიანი და ერთი ხუთგუნდიანი), საუკეთესოები პირდაპირ მიიღებენ ბრაზილიის საგზურს, ხოლო 8 მეორეადგილოსანი ფლეი ოფში გაითამაშებს ოთხ ადგილს. ანუ, ერთი უარესი მაჩვენებლის მქონე მეორეადგილოსანი უშანსოდ დარჩება. ასე გავა 13 ნაკრები ევროპის ზონიდან.
    ამ ეტაპზე, ანუ მაისის რეიტინგის მიხედვით, საქართველო მეოთხე კალათაშია (სულ ექვსი კალათაა) და მესამეში რომ მოხვდეს, საამისოდ 12 ივლისის რეიტინგში ევროპულ ნაკრებებს შორის საუკეთესო ოცდაშვიდ გუნდს შორის უნდა იყოს. დღესდღეობით "ჯვაროსნები” ევროპაში 32-ე საფეხურზე არიან.
    არის 27-ეულში მოხვედრის ალბათობა? თითქმის, აღარ. ეს იმიტომ, რომ 12 ივლისამდე ევრონაკრებებს თამაშები აღარ დარჩათ და ივნისის რეიტინგის შემდეგ, თითქმის აღარაფერი შეიცვლება. ანუ, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, ივნისში გაირკვევა კალათები...
    18 ივნისს გამოქვეყნდება რეიტინგი და მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ბოლო ერთ თვეში ხორვატიასთან წააგო, სავარაუდოდ, ცხრილში დაწინაურდება და აი, რატომ: რეიტინგი ბოლო ოთხი წლის მონაცემებით დგება და "ჯვაროსნებს” 2007 წლის ივნისში განცდილი ორი მარცხი (ლატვიასთან 0:1 და საფრანგეთთან 0:1) ჩამოეჭრებათ.
    და მაინც, ევროპის 5 გუნდის გადასწრება და ოცდაშვიდ საუკეთესოს შორის მოხვედრა თითქმის წარმოუდგენელია. ხორვატიაში მოგების შემთხვევაში კი, ალბათ, მესამე კალათა გარანტირებული იქნებოდა...

    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 627 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011