ამერიკელმა დიზაინერმა პიტერ ბრისტოლმა (Peter Bristol), რომელიც ცხოვრობს და მუშაობს სიეტლში, შექმნა შთამბეჭდავი სკამი Cut. ამჟამად პიტერი არის Carbon Design Group - ის დიზაინერი.
1 ივნისს უშვენიერესმა ქერა ექთნებმა მინსკში, ბელარუსში აღლუმი მოაწყეს. როგორც ჩანს, საკმაოდ საინტერესო და სახალისო მოვლენა იყო... ივენთი ბავშვთა დღეს დაემთხვა და ეს უმშვენიერესი მედდები მათ საჩუწრებს ჩუქნიდნენ, ასე რომ, პარადზე დასწრება ყველა ასაკის ადამიანს შეეძლო.
კურტ უიმერი, რომელიც პირველი ნაწილის სიუჟეტზე მუშაობდა, უკვე შეუდგა სცენარის წერას ფილმის გაგრძელებისთვის. ცნობილია, რომ ანჯელინა ჯოლი უბრუნდება რუსი შპიონის როლს და სწორედ ეს ფილმი გახდება მისი შემდეგი სამსახიობო პროექტი. რეჟისორის ვინაობა ჯერ უცნობია. შეგახსენებთ რომ პიველი სერიის დამდგმელი ფილიპ ნოისი იყო. კრიტიკის მიუხედავად „სოლტი" წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. 110 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე ფილმა, 293 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ძნელი გასახსენებელია, როდის გამოვიდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უცხოეთში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე ისე შედეგიანად, როგორც ამ უქმეებზე, ბუქარესტის მსოფლიოს თასზე. შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში, ფინალში ქართველი გავიდა
იტალიური "უდინეზეს” პრეზიდენტმა, ფრანკო სალდატიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსის სანჩესის შეძენით რამდენიმე ევროპული გუნდია დაინტერესებული, ხოლო მათ შორის ფავორიტი ესპანური "ბარსელონაა”.
ბარსელონას” ნახევარდაცვის ლიდერი, ხავი ერნანდესი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი "ბარსა” ბოლო 20 წლის საუკეთესო გუნდია, ხოლო კატალონიელთა ლიდერს, ლიონელ მესის ბადალი საერთოდ არ ჰყავს.
9 ივლისს, არნემის "ვიტესი” ლონდონის "ჩელსის” ამხანაგურ მატჩში შეხვდება. ეს შეხვედრა არნემის "გელრედომზე” გაიმართება. "ვიტესის” პირველკაცი ქართველი მერაბ ჟორდანიაა, რომელსაც მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აქვს "ჩელსის” ბოს რომან აბრამოვიჩთან. ასე რომ, ამ მატჩის "გაჩარხვაში” მოულოდნელი არაფერია. მით უმეტეს, ჰოლანდიურ კლუბს ლონდონელთა რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს იჯარით აყვანილი. "ვიტესის” შემადგენლობაში დიდ ცვლილებებს ელიან – გუნდს სულ ცოტა 10 ფეხბურთელი დატოვებს და დაახლოებით ამდენივე ახალწვეულიც იქნება.
გეცოდინებათ, 30 ივლისს, რიო-დე-ჟანეიროში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების კენჭისყრა გაიმართება – ყველა ზონაში. საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ კენჭისყრაში კალათები ივლისის თვის რეიტინგის მიხედვით გადანაწილდება. კერძოდ კი, 12 ივლისს. ეს ფიფა-ს ოფიციალურ საიტზეც წერია.