მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 09:15
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » ივნისი » 7 » ას პროცენტს ერთი მოგება დააკლდა


    12:30
    ას პროცენტს ერთი მოგება დააკლდა
    ძნელი გასახსენებელია, როდის გამოვიდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უცხოეთში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე ისე შედეგიანად, როგორც ამ უქმეებზე, ბუქარესტის მსოფლიოს თასზე. შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში, ფინალში ქართველი გავიდა.
    განსაკუთრებით შთამბეჭდავი მსოფლიოს თასის მეორე დღე იყო. ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ 4 წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ. ტურნირში საქართველოს ნაკრების სამი წევრი ჩაერთო და წინასწარი პროგრამა სამივემ წაუგებლად ჩაამთავრა. ავთანდილ ჭრიკიშვილს (81 კგ), ზვიად გოგოჭურსა (90 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილს (+100 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს თითო გამარჯვებაღა აშორებდათ. საქართველოს ნაკრებს კი გუნდურ ჩათვლაში გაჩემპიონება უკვე განაღდებული ჰქონდა, სულაც სამივე ფინალისტს რომ წაეგო.
    საბოლოოდ, გადამწყვეტი ნაბიჯი მხოლოდ მძიმეწონოსან ქართველს დააკლდა - ხანჯალიაშვილისა და ბარნა ბორის ფინალურ შეხვედრაში ოქროს ბედი ერთადერთმა იუკომ გადაწყვიტა, ევროპის უნგრელი ფინალისტის სასარგებლოდ. ამ ორთაბრძოლამდე ზვიადმა სამი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა გზიდან. ჩერნოგორიელ მარკო რადულოვიჩს წუთსა და ორმოცდაექვს წამში ორი ვაზარი აართვა, წმინდადვე აჯობა რუმინელ დანიელ ნატეასაც, მეხუთე წუთზე, ხოლო ნახევარფინალში, რუს მაგომედ ნაჟმუდინოვთან 2-იუკოიანი უპირატესობა იკმარა.
    ავთანდილ ჭრიკიშვილმა ყველაზე მეტჯერ, ექვსჯერ მოირგო კიმონო და ექვსივეჯერ ისე მოიგო, მინიმალური ქულაც კი არ დაუკარგავს. პირველ წრეში იტალიელ ლუკა პოეტას ვაზარ-იუკოთი აჯობა, ჩერნოგორიელ სრჟან მრვალიევიჩს ორნოცდაერთ წამში მოუმთავრა საქმე, ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიეს ერთადერთი იუკოთი გასცდა, ფრანგ ანტუან ჯანინს ვაზარით, ნახევარფინალში უკრაინელ ვიქტორ სავინოვს წმინდად მოუგო, ხოლო ფინალში უკრაინელი არტემ ვასილენკო გააკრა ტატამს.
    შეგახსენებთ, ავთანდილ ჭრიკიშვილს ბოლოხანს შედეგიანობის მხრივ ჩავარდნა ჰქონდა. ამის მიზეზად უნიჭიერესი ახალგაზრდა სპორტსმენის გადაღლა სახელდებოდა. ზაიზენბახერმა იგი ევროპირველობის ინდივიდუალურ განაცხადშიც კი არ შეიყვანა. როგორც ჩანს, პრობლემა აღარ არსებობს. ბუქარესტული წარმატება კი ჭრიკიშვილს ხასიათის გამოსაკეთებლად აუცილებლად დაეხმარება. ამ წარმატებისთვის 100 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა და პირად რეიტინგს საგრძნობლად გაიუმჯობესებს.
    ზვიად გოგოჭურმა ტურნირი ევროპის ავსტრიელი პრიზიორის, მაქს შირნჰოფერის ძლევით გახსნა. ზედ ჩეხი მიჰალ ჰორაკი, სლოვაკი მილან რანდლი და ყირგიზი ჩინგიზ მამედოვიც მიაყოლა და რაც მთავარია, ოთხივე მოწინააღმდეგეს იპონით მოუმთავრა საქმე. ყველაზე შთამბეჭდავი კი გოგოჭურის მიერ ფინალში შესრულებული წმინდა გდება გამოვიდა, რომელიც რუს გრიგორი სულემინს შეუსრულა.
    100 კილოგრამი უქართველოდ ჩაჭიდავდა და ჩეხი ლუკაშ კრპალეკის ჩემპიონებით დაგვირგვინდა. ფინალში კრპალეკმა რგვიპტელ რამადან დარვიშს სძლია.
    საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ დიდი უპირატესობით იმარჯვა - აჩვენა უკეთესი შედეგი, ვიდრე ერთად სამმა უახლოესმა მდევარმა: უნგრეთმა, რუმინეთმა და ჩეხეთმა.
    ბუქარესტის მსოფლიოს თასზე 45 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. მართალია, გრანდებმა უძლიერესი შემადგენლობების დაყენებისგან თავი შეიკავეს, მაგრამ აქვე დავამატოთ, რომ საუკეთესო კრებული რუმინეთში არც საქართველოს ჩაუყვანია. ძიუდოისტებს მსოფლიოს თასზე ნაკრების ავსტრიელი თავკაცი პიტერ ზაიზენბახერი და მისი თანაშემწე ზურაბ ზვიადაურიც არ გაჰყოლიან. გუნდი თან მწვრთნელთა საბჭოს წევრმა ივერი ჯიქურაულმა იახლა.



    ძიუდო. მსოფლიოს თასი
    ბუქარესტი
    5 ივნისი

    81 კგ.
    1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
    2 არტემ ვასილენკო (უკრაინა)
    3 ანტუან ჯანინი (საფრანგეთი)
    3 სზაბოლოს კრიზანი (უნგრეთი)



    90 კგ.
    1 ზვიად გოგოჭური (საქართველო)
    2 გრიგორი სულემინი (რუსეთი)
    3 ჩინგიზ მამედოვი (ყირგიზეთი)
    3 მილან რანდლი (სლოვაკეთი)



    100 კგ.
    1 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
    2 რამადან დარვიში (ეგვიპტე)
    3 ლეონარდო ლეიტე (ბრაზილია)
    3 ამელ მეკიჩი (ბოსნია ჰერციგოვინა)



    +100 კგ.
    1 ბარნა ბორი (უნგრეთი)
    2 ზვიად ხანჯალიაშვილი (საქართველო)
    3 ვალტერ სანტოსი (ბრაზილია)
    3 სოსლან ბოსტანოვი (რუსეთი)



    გუნდური ჩათვლა

    1 საქართველო 3 1 0 1 1
    2 უნგრეთი 1 0 1 0 2
    3 რუმინეთი 1 0 0 1 3
    4 ჩეხეთი 1 0 0 1 0
    5 ტაჯიკეთი 1 0 0 0 0
    6 საფრანგეთი 0 1 3 1 1
    7 რუსეთი 0 1 1 1 1
    8 უკრაინა 0 1 0 2 1
    9 ეგვიპტე 0 1 0 0 0
    9 გერმანია 0 1 0 0 0
    9 ისრაელი 0 1 0 0 0
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 669 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011