მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

ოთხშაბათი, 08.05.2024, 03:16
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » ივნისი » 29 » “დინამოს” ვარჯიში - ახალი გუნდი ახალი იმედით


    13:37
    “დინამოს” ვარჯიში - ახალი გუნდი ახალი იმედით
    ბოლო დღეებში განსაკუთრებული აჟიოტაჟია თბილისის "დინამოს” გარშემო და ეს ძალიან კარგია. გუნდში სიახლეები სწრაფად ხდება და ახლა ყველა 30 ივნისს ელის, როცა ესპანურთავიანი "დინამო” ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს, კერძოდ, "ეროვნულზე” მოლდოვურ "მილსამის” უმასპინძლებს. შეხსენებისთვის, ეს შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
    ალექს გარსიას გუნდმა სამშაბათს "ეროვნულზე” ვარჯიში 19:45 საათზე დაიწყო. დატვირთული წვრთნა იყო და საათნახევარზე მეტს გასტანა. ჯერ იყო გახურება, 20-30 მეტრიან მონაკვეთზე აჩქარებებით სირბილი, მოკლე პასები და შემდეგ კარში დარტყმები საჯარიმოს გარედან. ბურთი იშვიათად ეხვეოდა ბადეში და ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ესპანელმა მწვრთნელმა ჩვეულებრივზე დიდი დრო დაუთმო კარში დარტყმებს.
    ბოლოს 70-მეტრიან მოედანზე ორმხრივი მატჩი გაიმართა, რომლის დროსაც შემადგენლობები ხშირად იცვლებოდა.
    არ უვარჯიშიათ შოთა კაშიასა და ლევან ხმალაძეს, რომლებსაც ტრავმა აწუხებთ. კაშიას ამბავი ახალი არაა, ხოლო ხმალაძეს კოჭი სტკივა და როგორც "მსოფლიო სპორტს” უთხრა, წვრთნას 4-5 დღეში დაიწყებს. "დინამოს” კაპიტანი საღ-სალამათიც რომ იყოს, "მილსამისთან” მაინც ვერ ითამაშებდა – შარშან ავსტრიულ "შტურმთან” ევროპის ლიგის მატჩში გააძევეს და ბუნებრივია, დისკვალიფიკაცია გადმოჰყვა.


    ესპანელები – განაცხადში ჯერ იაგუე
    მარჯვენა ნახევარმცველი კარლეს კოტო და ცენტრფორვარდი კარლეს იაგუე, როგორც თბილისში ახლად ჩამოსულები, მსუბუქად ვარჯიშობდნენ. მათ ჯერ რამდენიმე წრე იძუნძულეს მინდვრის გარშემო, ხოლო "ორკარაში” დიდხანს არ უთამაშიათ.
    კოტოს ფეხიც ეტკინა და მოედნის კიდესთან ექიმის მცირე ჩარევა დასჭირდა, თუმცა როგორც თავად თქვა, საშიში არაფერია.
    მოკლედ, ეს ესპანელთა პირველი ვარჯიში იყო "დინამოში” – მართალია, მსუბუქი, მაგრამ მაინც... ასევე შედარებით ახალი სახეა 19 წლის შემტევი თემურ შარაშენიძეც, რომელიც უნგრულ "დიორში” თამაშობდა. შარაშენიძემ პირველად ორშაბათს ივარჯიშა ალექს გარსიას გუნდში, ხოლო "ეროვნულზე” "ორმხრივის” დროს მეტწილად უჩვეეულო პოზიციაზე, მარჯვენა მცველად თამაშობდა.
    და "დინამოს” მესამე და ყველაზე ხმაურიანი ესპანური შენაძენი? 30 წლის მარცხენაფლანგელი შემტევი ხისკო ოთხშაბათს გამთენიისას ჩამოფრინდება თბილისში, თუმცა "მილსამისთან” ვერც შინ ითამაშებს და ვერც სტუმრად.
    საქმე ისაა, რომ "დინამოს” უეფაში უკვე გაგზავნილი აქვს I საკვალიფიკაციო ეტაპისთვის განაცხადი (24 ფეხბურთელია სიაში) და მხოლოდ ერთი ფეხბურთელის დამატებაღა შეუძლია - მატჩამდე ერთი დღით ადრე. გადაწყვეტილია, რომ ალბერტ იაგუეს შეიყვანენ გამომდინარე იქიდან, რომ "დინამოს” თავდამსხმის ხაზში უჭირს.
    განვმარტოთ: ეს ეხება I საკვალიფიკაციო ეტაპს, შემდეგ კი ყოველი ეტაპის წინ შეიძლება უეფას განაცხადში შემადგენლობის შეცვლა და თუ "დინამო” II ეტაპზე გავა, ხისკოსა და სოტოსაც შეეძლებათ თამაში.


    ახალწვეულებს ხუთშაბათს დილით წარადგენენ
    როგორც "დინამოს” პრესატაშე გიგა გვენცაძემ გვაცნობა, გუნდის ახალწვეულ ფეხბურთელებს ხუთშაბათს დილის 11:00 საათზე წარადგენენ "ეროვნულ” სტადიონზე. ეს ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, მაგრამ სავარაუდოდ, ასე იქნება.
    ასევე, გვენცაძემ "დინამოს” საოთხშაბათო განრიგზეც გვითხრა: 19:30 საათზე "ეროვნულის” საპრესკონფერენციო დარბაზში ალექს გარსია გაესაუბრება ჟურნალისტებს, ხოლო ნახევარ საათში ვარჯიში დაიწყება.
    "მილსამი” "ეროვნულზე” 21:00 საათზე დაიწყებს წვრთნას და მანამდე მათი მწვრთნელის პრესკონფერენციაც გაიმართება.
    ვარჯიშს უყურეს "დინამოს” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, სპორტულმა დირექტორმა გიორგი ნემსაძემ და გუნდის ყოფილმა მეგოლე მათე ვაწაძემ – რუსულ პრემიერლიგაში შესვენებაა და "ვოლგას” თავდამსხმელმაც დრო გამონახა.
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 1056 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011