მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

სამშაბათი, 14.05.2024, 22:21
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » ივნისი » 12 » ხურდის გაცემა 1 თეთრის სიზუსტით იქნება სავალდებულო


    18:47
    ხურდის გაცემა 1 თეთრის სიზუსტით იქნება სავალდებულო
    "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის ცვლილებები, რომელთა თანახმად, სავაჭრო და გადახდის ოპერაციებისას ხურდის დაბრუნება 1 თეთრის სიზუსტით უნდა მოხდეს. კანონდამრღვევი ადმინისტრაციულად დაჯარიმდება. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა სავარაუდოდ 200 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირს კი 400 ლარის გადახდა მოუწევს. ასევე დაისჯება სავაჭრო ობიექტი მოძველებული ფულის მიუღებლობის შემთხვევაში, თუ ფულზე დამცავი ზოლი დაზიანებული არ იქნება.


    ჩვენი ინფორმაციით, ცვლილებების ინიციატორი საკანონმდებლო ორგანოა, ცვლილებების პროექტის ავტორი კი საქართველოს ეროვნული ბანკი. ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.

    გაართულებს თუ არა აღნიშნული ცვლილებები ფულის გადახდისა და ხურდის დაბრუნების პროცესს სავაჭრო და გადახდის ობიექტებში, რამდენად ადექვატურია ფულადი ჯარიმის ოდენობა და რამდენად დაცულია მოძველებული ფულის მიმღები გაყალბებისგან _ ამ თემებზე "საქართველოს ბანკების ასოციაციის" პრეზიდენტს, ზურაბ გვასალიას ვესაუბრეთ.

    ზურაბ გვასალია: "დღემდე არსებული სიტუაცია სერიოზულ პრობლემას უქმნიდა მომხმარებლებს, რადგან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სავაჭრო ობიექტი სრულიად ვარგისი ფულის მიღებაზე ეუბნებოდა უარს მომხმარებელს. ეროვნული ბანკის კრიტერიუმებით დადგენილია, დაზიანების შემთხვევაში რომელი ეროვნული ვალუტა უნდა იყოს ამოღებული მიმოქცევიდან. თავად ფულის მიმღებსღაც, დაზიანებული კუპიურის მიღების შემთხვევაშიც კი შეეძლო მიეტანა ეს კუპიურა და გამოეცვალა ეროვნულ ბანკში, მაგრამ უფრო იოლ გზას მიმართავდნენ და უბრალოდ არ იღებდნენ მოძველებულ ფულს მომხარებლისგან. მე ვიტყოდი, რომ ეს არის პირველ რიგში უპატივსცემულობა ეროვნული ვალუტის მიმართ, როდესაც რეალურად ფულს არ აქვს ისეთი დაზიანებები, რაც გახდებოდა მიზეზი მისი ბრუნვიდან ამოღებისა და სავაჭრო თუ სხვა სახის მომსახურების ობიექტი ასეთი თანხის მიღებაზე უარს აცხადებს.

    მომხმარებელს, რომელსაც შესაძლოა მხოლოდ ეს მოძველებული კუპიურა აქვს, ექმნებოდა უხერხულობა ფულადი ანგარიშსწორების შემთხვევაში. ეს გარემოება არ იყო შესული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ნამდვილად მისასალმებელია, რომ შეიტანეს.

    მოძველებული ფულის მიღებისას სიფრთხილის გამოჩენა იმის გამო, რომ ის შესაძლოა ყალბი იყოს, არ არის მართებული. ნებისმიერ სოლიდურ ობიექტში ქაღალდის ფულის მსხვილ კუპიურებს ულტრაიისფერ შუქზე ამოწმებენ, რომ ფულის დამცავი ნიშნები გამოჩნდეს. თუმცა ფულის გაყალბება არასდროს არის გამორიცხული, მსგავსი ფაქტები ნებისმიერ ქვეყანაში ხდება და მოხდება კიდეც, მაგრამ მაღალი ხარისხიანი გაყალბებები ლართან მიმართებაში საბედნიეროდ ჯერ არ მომხდარა.

    რაც შეეხება ხურდის ერთ თეთრამდე სიზუსტით გადახდას, მეც და ალბათ ბევრ მომხმარებელს ჰქონია შემთხვევა, როდესაც სავაჭრო ობიექტში არ აღმოაჩნდებათ ხოლმე ერთი, ან ორ თეთრიანი მონეტები და ხურდას მარტივად რომ ვთქვათ არ გიბრუნებენ. ასეთი რამ იშვიათად ხდება საბანკო დაწესებულებებში და მსხვილ სააფთიაქო ქსელებში. მიმაჩნია, რომ ანგარიშსწორების შემთხვევაში უნდა მოხდეს ზუსტი თანხის მითითება და ხურდის ზუსტად დაბრუნება. მე მაგალითად, მეამაყება, რომ ჩვენს კუპიურებში არის ერთ, ორ და ხუთ თეთრიანი მონეტები და უბრალოდ არ მესმის რატომ არ უნდა გამოვიყენოთ შესაბამისად. მერწმუნეთ, რომ მიმოქცევაში არსებული ერთი და ორ თეთრიანი მონეტების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ ყველა სავაჭრო და მომსახურების ობიექტს საკმარისი რაოდენობით ჰქონდეს შესაბამისი მონეტები.

    სანქციებთან დაკავშირებით კი ვერაფერს გეტყვით. საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, რამდენად შეესაბამება ფულადი ჯარიმების ოდენობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამას, ალბათ, თავად დრო და პრაქტიკაში ამ კანონის რეალიზება გვიჩვენებს. თუმცა მერწმუნეთ, რომ მყისიერად არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების მიღება, იყო ბევრი შემთხვევა, რომელიც ამის აუცილებლობა გამოიწვია."

    P.S.სამწუხაროდ ბაზარზე არსებულ ფასებს თუ გადავხედავთ, ერთი, ორი ან ხუთი თეთრის ღირებულების პროდუქციას იშვიათად შეხვდებით. ამიტომაც არის მომხმარებელი ასე გულუხვი, როდესაც ამ ოდენობის ხურდას ხშირად არც კი ართმევს მომსახურების ობიექტს, რადგან იცის, რომ ფაქტობრივად ვერაფერში გამოიყენებს. ჩვენ უბრალოდ ვშიშობთ, რომ ამ ინიციატივის უკან, მეწარმეთა დაჯარიმების კიდევ ერთი საბაბი არ იმალებოდეს.

    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Georgian news ქართული ამბები | ნანახია: 1066 | დაამატა: Germana | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011