17 მარტს "Magti Club"-ში გაიმართება FixArt-ის ორგანიზაებით ცოცხალი მუსიკის საღამო. იქნება ძველი და ახალი თაობის ერთგვარი დაპირისპირება, შესაბამისად 2 ბენდი შეასრულებს. ახალგაზრდული ბენდი Young Georgian Lolitaz, მეორე კი - ლეგენდარული ბენდი "ბლიცი" იქნება. ასევე ვაჟა მანია და სხვა მომღერლები. ცოცხალი მუსიკის შემდეგ იქნება კარაოკე და Afterparty.