საპარლამენტო კომიტეტები მთავრობის 2010 წლის ანგარიშის განიხილვას იწყებენ. კომიტეტებში განხილვის შემდეგ, საკითხი პარლამენტის პლენარულს ხდომაზე გავა, არაუგვიანეს 15 ივნისისა. საკანონმდებლო ორგანოსთვის წლიური ანგარიშის წარდგენა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ბიუჯეტის შესრულების შესახებ, მთავრობას პარლამენტის რეგლამენტით ევალება.
6 მაისს, პოლიციის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ბათუმში გაიმართება. დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის - იუსტიციის სახლის გახსნა. ინფორმაცია ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია სურგულაძემ დაადასტურა. 6 მაისი პოლიციის დღედ შარშან დაწესდა. 6 მაისი აჭარის რევოლუციის დღეც არის.
პირობით მსჯავრდებული ზაზა ბურძენიძე თბილისის პრობაციის ბიუროში მძღოლად იმუშავებს და შესამაბის ანაზღაურებას მიიღებს. როგორც "ჯეონიუსს" საასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს ბრალდებულის დასაქმება სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის გამოყენების შედეგად გადაწყდა. დასაქმებულ პრობაციონერს პირველი სამუშაო დღე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილმა მიულოცა.
იტალიაში საყოველთაო გაფიცვები დაიწყო. პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ აქციებს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის თანამშრომლები, სოციალური სფეროს მუშაკები და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.
რუსეთის ქალაქ სამარაში სახოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი სხვა სახლებსაც მოედო. 39 ადამიანი სხეულის სხვადასხვა სახის დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.