მოდის ტენდენცია ინტერნეტ სივრცეში

www.shavi.tk

ოთხშაბათი, 15.05.2024, 02:03
სექციის კატეგორიები
Boys girls - სიყვარული
Architecture - არქიტექტურა
Funny - სახალისო
Sports - სპორტი
Gourmet - გურმანი
Art - ხელოვნება
Women's Fashion - ქალის მოდა
Men's Fashion - მამაკაცის მოდა
News - ახალი ამბები
Poesy - პოეზია
Music – მუსიკა
Children's Fashion– ბავშვის მოდა
Stars - ვარსკვლავები
Photo collections-ფოტოსესიები
Georgian news ქართული ამბები
Interesting – საინტერესო
Placard - აფიშა
Advice – რჩევები
Tourism – ტურიზმი
Animation – ანიმაცია
Creative - კრეატივი
Film - კინო
Strange - უცნაური
Stories - ისტორიები
Mysterys - გამოცანები
Luxury - ფუფუნება
Design – დიზაინი
ძებნა
მინი–ჩათი
გამოკითხვა
გიხარია სკოლა რო დამთავრდა?
სულ პასუხი: 70
ავტორიზაცია

  რეკლამა

რეკლამა


რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა
Display Pagerank Break.Ge TOP SITES Free counter and web stats


  •   

    $MODULE_NAME$



                                                

    მთავარი » 2011 » მაისი » 11 » პაპინაშვილი ქართულ რეიტინგში დაწინაურდა


    15:25
    პაპინაშვილი ქართულ რეიტინგში დაწინაურდა
    ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც წლევანდელი კონტინენტური პირველობებისა და ამ უქმეებზე ჩატარებული ბაქოს დიდი პრიზის შედეგებიცაა გათვალისწინებული.
    საქართველოს ნაკრების წევრთაგან, აქამდე ყველაზე მაღლა, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი იდგა, ახლა კი მან მე-9 ადგილიდან ერთი საფეხურით უკან დაიხია.
    თურქულ ევროპირველობასა და აზერბაიჯანულ დიდ პრიზზე, ქართველთაგან ყველაზე მეტად ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) იყოჩაღა. ჯამში 238 (38+200) ქულა დააგროვა და 728 ქულით მე-8 ადგილზე დამკვიდრდა. მსუბუქ წონაში 47-ე ადგილიდან 34-მდე აიწია ევროპის ვერცხლის პრიზიორმა ბეთქილ შუკვანმა. მასსა და პაპინაშვილს შორის კი, 24-ე საფეხურზე დავით ასუმბანი დგას.
    66 და 73 კილოგრამები ქართული გუნდის სუსტი წერტილია და სასიხარულო არც ბოლო ორ სარეიტინგო ტურნირზე მომხდარა. შალვა ქარდავა (66 კგ) მე-40 პოზიციაზე დგას, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილი – 36-ზე. უმნიშვნელოდ, მაგრამ წინ მაინც ორივემ წაიწია. სამაგიეროდ, 81 კილოგრამში მოჭიდავე ლევან წიკლაური 4 პოზიციით დაბლა დაეშვა და 25-ე საფეხურზეა. ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ,) იმავე მე-13 ადგილზე დგას, ხოლო მძიმეწონოსანთაგან კი, ყველაზე წინ ადამ ოქრუაშვილია. ნაკრების დისკვალიფიკაციამისჯილი კანდიდატი 29-ეა და ზვიად ხანჯალიაშვილს მხოლოდ 2 ადგილით უსწრებს.
    საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატის სარეიტინგო მაჩვენებელს და შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულს აქვე გთავაზობთ.


    60 კგ
    1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი) 2200
    2 გიორგი ზანთარაია (უკრაინა) 1228
    3 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია) 1210
    4 არსენ გალსტიანი (რუსეთი) 930
    5 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი) 812
    8 ამირან პაპინაშვილი 728
    24 დავით ასუმბანი 325
    34 ბეთქილ შუკვანი 266
    81 ნესტორ ხერგიანი 62
    93 პაატა მერებაშვილი 52
    179 სოსო ნიჟარაძე 10

    66 კგ
    1 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი) 1570
    2 ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია) 1286
    3 ალიმ გადანოვი (რუსეთი) 1190
    4 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი) 971
    5 სუგოი ურიარტე (ესპანეთი) 950
    40 შალვა ქარდავა 200
    120 პაატა მერებაშვილი 32
    125 ზაზა კედელაშვილი 30
    144 უჩა ხუციშვილი 24
    153 სანდრო იაკობაშვილი 22
    170 გიორგი შოშიაშვილი 18
    172 მიხეილ ხომიზური 16
    192 არსენა მაჭარაშვილი 12
    202 გიორგი ფერსაშვილი 10

    73 კგ
    1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა) 1634
    2 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია) 1110
    3 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია) 1040
    4 მანსურ ისაევი (რუსეთი) 1000
    5 იასუჰირო ავანო (იაპონია) 908
    36 ნუგზარ ტატალაშვილი 220
    52 ზაზა კედელაშვილი 148
    58 ამბაკო ავალიანი 132
    88 თენგიზ პაპოშვილი 112
    133 დავით ქევხიშვილი 30
    133 დავით კუპრაშვილი 30
    154 მიხეილ ხომიზური 22
    163 ზვიად ბაზანდარაშვილი 20
    177 ზურაბ ნოზაძე 16
    191 დავით კობერიძე 14

    81 კგ
    1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) 1760
    2 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია) 1230
    3 იან ბარტონი (ბრიტანეთი) 878
    4 ივან ნიფონტოვი (რუსეთი) 860
    5 ელნურ მამადოვი (აზერბაიჯანი) 860
    25 ლევან წიკლაური 360
    48 ავთანდილ ჭრიკიშვილი 184
    57 დავით კარბელაშვილი 146
    74 ხვიჩა ხუციშვილი 100
    94 დავით ქევხიშვილი 60
    141 იოსებ წელაური 28
    192 გიორგი ბაინდურაშვილი 12
    209 პაატა ღვინიაშვილი 8
    227 დავით ჭაბუკაშვილი 6
    233 გრიგოლ შინჯიკაშვილი 4

    90 კგ
    1 ტაკაში ონო (იაპონია) 1366
    2 კირილ დენისოვი (რუსეთი) 1268
    3 დაიკი ნიშიამა (იაპონია) 1168
    4 ილიას ილიადისი (საბერძნეთი) 1138
    5 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) 1040
    10 ვარლამ ლიპარტელიანი 654
    49 მინდია ბოდაველი 142
    86 ზვიად გოგოჭური 66
    89 საბა გავაშელიშვილი 58
    107 ლაშა გურული 34
    115 გრიგოლ მამრიკიშვილი 30
    130 გიორგი ცოციაშვილი 24
    155 ბეთქილ ნავერიანი 12

    100 კგ
    1 ტაკამასა ანაი (იაპონია) 1680
    2 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) 1224
    3 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი) 1044
    4 ელკო ფან დერ ხესტი (ბელგია) 1006
    5 ჰი-ტაე ჰვანგი (სამხრეთ კორეა) 988
    16 ლევან ჟორჟოლიანი 560
    31 ირაკლი ცირეკიძე 354
    54 დავით ლორიაშვილი 108
    72 რევაზ ჩიკოიძე 56
    111 ნოდარ მეტრეველი 20
    123 ზურაბ ზვიადაური 18

    +100 კგ
    1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 2080
    2 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე) 1510
    3 ანდრეას ტოლცერი (გერმანია) 1306
    4 კაზუჰიკო ტაკაჰაში (იაპონია) 904
    5 კეიჯი სუძუკი (იაპონია) 874
    29 ადამ ოქრუაშვილი 264
    31 ზვიად ხანჯალიაშვილი 250
    42 ლაშა გუჯეჯიანი 176
    72 ნოდარ მეტრეველი 66
    126 გიგა გუბელაძე 8
    მიმაგრება:                                                            
                                                          

    კატეგორია: Sports - სპორტი | ნანახია: 896 | დაამატა: iakobi | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0

    სულ კომენტარები: 0

    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:


                           

     

    Copyright By SHAVI.TK © 2011